უფალო იესო ქრისტე, მადლობა შენი სიყვარულისთვის, მე შენ მჭირდები არ მინდა ვიცხოვრო შენგან დამოუკიდებლად, რითაც ვაზიანებ ჩემს ცხოვრებას და ვცოდავ შენს წინაშე,შენ მე გიყვარვარ, მე კი ნახე როგორ ვიქცევი?! მაპატიე უფალო იესო, მე ცოდვილს მე შენს წინაშე მადლიერი დავიჩოქები.
უფალო ჩვენო იესო ქრისტე, როდესაც წუთისოფლის ბნელ გზაზე დაღლილნი და გზააბნეულნი შევჩერდებით და აღარ გვეცოდინება საით წავიდეთ, მოგვმადლე ცხოვრებისეულ ქარიშხალში შენი ნათელი სახის ხილვა და შენი მშვიდი გამამხნევებელი ხმის გაგონება: “მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა”! ამინ..
დაღვენთილ სანთელს ლოცვა შეავსებს,
მოწყვეტილ ყვავილს მიწის სურნელი,
იისფერ აპრილს ლტოლვა აანთებს,
სიყვარულს ქალის, კაცის უღელი.
ფიალას ვიღაც ღვინით აავსებს,
თავსაც შეაკლავს ცხოვრებას ტიალს,
დრო როცა მოვა, სულის წასვლამდე,
ძველი საათი გაათრევს ისარს.
ირგვლივ სიჩუმეა, იდუმალი ფიქრები,
მე შენთან მინდა, მერე თქვენთან ვიქნები,
ნუთუ ძნელი არის ჩვენი ერთად ყოფნა,
როცა დარდი არის გულს რომ დაათოვა,
ჩვენი სიჭაბუკე მენანება, ჩვენი ხმა,
ლაღი სიცილი და შავი თმა.
თორემ ხორცი ჭირსაც წაუღია,
როცა სული ხარობს და სასწაულია,
დაღვენთილ სანთელს ლოცვა შეავსებს,
მოწყვეტილ ყვავილს მიწის სურნელი,
იისფერ აპრილს ლტოლვა აანთებს,
სიყვარულს ქალის, კაცის უღელი.