კვირის ჩვილის რამდენიმეწუთიანი
სიცოცხლე... ამერიკელ წყვილს
უბედურება დაატყდა თავს – ორსულ
ცოლს უცნაური ტკივილები დაეწყო
და სასწრაფოდ მიიყვანეს
საავადმყოფოში. აღმოჩნდა, რომ
ნაყოფი მოწყდა და 19 კვირის ჩვილი
დედის მუცლიდან ამოიყვანეს. სულ
რამდენიმე წუთს იცოცხლა – მისი
გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ასეთი
ამბავი საკმაოდ ბევრი ხდება, თუმცა
ამ წყვილმა ის განსაკუთრებულად
აქცია. დედამ მოინდომა, ენახა
თავისი გარდაცვლილი ჩვილი,
გულშიც ჩაიხუტა და ქმარმა ის
ფოტოებზეც დააფიქსირა. მერე კი ეს
ფოტოები ინტერნეტში მოხვდა და
საუკეთესო პროპაგანდად იქცა
აბორტის წინააღმდეგ – უამრავი
ქალი იკეთებს აბორტს თუნდაც 19
კვირის ორსულობისას, მას მერე, რაც
ბავშვის სქესს შეიტყობენ, ან სხვა
რაიმე მიზეზით. ცოლ-ქმარს ზღვა
წერილები მისდიოდა ქალებისგან,
რომლებმაც ამ ფოტოების ნახვის
შემდეგ გადაიფიქრეს აბორტის
გაკეთება... "გული მისკდება, როცა
მესმის იმ მშობლების ამბავი,
რომელთაც არ მისცეს უფლება,
გარდაცვლილი შვილი ენახათ. ეს
საშინელება იქნება. სანამ ჩემს
პატარას გული უცემდა, მე მას
ვეხვეოდი, გულში ვიკრავდი.
ყოველთვის მეხსომება ეს
მომენტები, რომლებიც მასთან
გავატარე", - იხსენებდა მოგვიანებით
დედა... ♥:(((


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев