Предыдущая публикация
ქალაქის თვითმართველობის ორგანიზებით, ხვალ 15 სექტემბერს, სასწავლო წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება. აქტივობები მერიის წინ 17:00 საათზე დაიწყება, ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ფერების ფესტივალი, 2015-2016 სასწავლო წლის წარჩინებული მოსაწავლეების დაჯილდოვება და კონცერტი.
ორგანიზატორების თქმით, ფერების ფესტივალის გასამართი ლოკაცია შეიცვალა. ფესტივალი გონაშვილის სახელობის სკვერის ტერიტორიაზე უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდის გარდაცვალების გამო (რომელიც დუშეთში მომხდარ ავტიოსაგზაო შემთხევვას ემსხვერპლა) ლოკაცია შეიცვალა.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев