ეს ნოველა ყველამ უნდა წაიკითხოს..!!!
არც ერთმა შვილმა არ იცოდა, როგორ გაჰქონდა თავი ბებოს, არც ერთ შვილიშვილს არ დაურეკავს და მადლობა არ გადაუხდია გამოგზავნილი ძღვენისთვის...
20 წელი იცხოვრა მარიამ ბებომ სიმარტოვეში. მარტოობა ისე რთული ასატანი კიდევ არ იყო, როგორც იმაზე ფიქრი, რას შვრებიან ქალაქში წასული შვილები, შვილიშვილები, როგორ ცხოვრობენ, რა უჭირთ და ულხინთ... ასეთი ფიქრები დილიდან საღამომდე თან დაჰყვებოდნენ ერთგული ჯოხივით და თუ წამით მიავიწყდებოდა, მაშინაც თავს უხერხულად გრძნობდა...
20 წელი მხოლოდ ერთი თვე, წელიწადში ერთი თვე ახელდა თვალებს მისი სახლი, როცა შვილები და შვილიშვილები გასართობად ჩადიოდნენ სოფელში. სხვა დროს ზამთრის ძილით ეძინა თითქოს...
"კი, ვიცი არაფერი გაკლიათ, მაგრამ