მხოლოდ ის სიყვარულია ხანგრძლივი,დაუბოლოვებელი,რომელიც პატივისცემაზეა აგებული.შეყვარება იოლია,აღიარებაა ძნელი... ამ ნოტის გარეშე სწორ აკორდს ვერ შევქმნით!
"შენი ცხოვრების ყოველი ჟამი ღმერთისთვის სათნოდ წარმართე,მუდამ გახსოვდეს,რომ აწინდელი დღის შემდეგ დრო აღარ მოგეცემა და განვლილი ცხოვრების ყოველი წუთისათვის პასუხი უნდა აგო.შეუფასებელია ის ჟამი,რომელიც შენს ხელთ არის და თუ ამაოდ გაფლანგავ,მოვა დრო,ძებნას დაუწყებ და ვეღარ ჰპოვებ"
რაც უფრო ნათელია დღე მით უფრო ვეღარ ვამჩნევთ მთვარეს რომელიც სიბნელეში გზას გვინათებსხოლმე...როცა მზე ჩადის და ბნელდება მთვარის აუცილებლობა მაშინღა გვახსენდებახოლმე.
რა მნიშვნელობა აქვს:ძლიერი ხარ,ჭკვიანი ხარ,ლამაზი ხარ თუ მდიდარი..მნიშვნელობა იმას აქვს,ხარ თუ არა ბედნიერი!..ამიტომ,ყოველ დღეს მიეცი საშუალება, იყოს ყველაზე ბედნიერი შენს ცხოვრებაში!...
ბედნიერებისთვის დღევანდელ დღეზე შესაფერისი მომენტი არ არსებობს. ბედნიერება პროცესია და არა მიმართულება. ისე იმუშავე, თითქოს ფული სულ არ გჭირდება, ისე შეიყვარე თითქოს გული არასოდეს უტკენიათ, ისე იცეკვე, თითქოს ვერავინ გხედავს. გახსოვდეს კანი ჭკნება, თმა თეთრდება, დღეები კი წლებად იქცეიან, მაგრამ ის რაც უმთავრესია არ იცვლება, შენს ძალასა და აზროვნებას ასაკი არ გააჩნია. შენი სული ის ბუმბულია, რომელიც აბლაბუდებს არღვევს, ყველა დასასრულის უკან ახალი დასაწყისია, ყველა შედეგის უკან – ახალი მიზანი. ვიდრე ცოცხალი ხარ იცოცხლე. წინ წადი მაშინაც კი, როცა უკვე ყველას ჰგონია, რომ დაეცემი.