ვცდილობ საკუთარი თავი ვიპოვო, აღმოვაჩინო რაიმე საინტერესო, სასიკეთო და სასარგებლო რომ დავტოვო კვალი იმ სამყაროში სადაც ვცხოვრობთ. სირთულეები, ქაოტურობა, რუტინა, მომატებული აგრესია, არამოდური სიყვარული, დეპრესიები, რომელსაც ანტიდეპრესანტები არ შველის და სინანული ... შიში მიპყრობს ზოგჯერ იმდენ რამეს ვნანობ... ყოველთვის მინდოდა ჩემი არსებობა არ ყოფილიყო უმნიშვნელო, თითოეული დღე ისე მეცხოვრა , როგორც უკანასკნელი, მაგრამ ეს ხშირად აზრად, ფიქრად და სურვილად რჩება! მცენარის ყლორტი, რომელიც ნაყოფს არ იძლევა უბრალოდ არ უნდა არსებობდეს! ჩვენ ბევრს ვლაპარაკობთ, ეს მარტივია, თუმცა სიტყვა სიტყვადვე რჩება და ოცნება ოცნებად, ილუზიები ჭაობებად იქცევიან და სიცრუე შთანთქავს ჩემს ჭაობადვე ქცეულ თვალებს!