ცრემლს ვერ ვიკავებ ჩემო ტანჯულო,
მტრის თარეშისგან ღმერთმა დაგიცვას
სამშობლოვ ჩემო ,ბევრ ჭირ ნახულო.
ვინ დაივიწყებს შენს თავს დატეხილ
ომის ქარცეცხლს თუ მტერთ შემოსევას?!
რამდენი ტანჯვა გამოგივლია
აფერუმ, შენ რომ გაუძელ ყველას!
მაგრამ უკვალოდ რას ჩაუვლია?
ქვანი ღაღადებს შენს გმირულ წარსულს,
სამარადისო დიდება იმ ხალხს,
ვინც შეეწირა ამ მიწას ქართულს!
შენი გულისთვის ვინც შეეგება
სიკვდილს,მტრის მახვილს ანთებულ გულით,
ვისაც მიაჩნდა უწმინდეს ვალად
შენთვის ბრძოლა და ის სიყვარულიც,
რომელსაც ვერრა ვერ შეედრება
და შენ მოგიძღვნა სიცოცხლე თვისი,
არ დაივიწყებს მათ სახელს არვინ
და იამაყებს სამშობლო შვილნით.
ერთი და ორი ხომ არ ყოფილა
ვინც შეეწირა შენს დაცვას მსხვერპლად?!
აქ უკვდავების ძეგლი დაიდგეს
და პირნათელნი წავიდნენ ზეცას.
და იქ, ზეციურ საქართველოში,
გმირთა ქართველთა არის ლაშქარი,
აქ, მათ დამთხვეულ სისხლთა ალაგზე
ესევ ირწევა მძლავრად აკვანი,
აქ გამოზარდეს ეს გმირი ხალხი
და ჩაუნერგეს გულს სიყვარული,
მათ არ გასცვალეს სარწმუნოება
მკერდით დაიცვეს ენაც,მამულიც,
მათი აკვანი სწორედ შენა ხარ,
შენს მკერდზე იშვა ეს ნერგი წმინდა,
შენს სასახელოდ და დიდ წინაპართ
სულის საამოდ ქართულო მიწავ!
ვიცი,კიდევაც დაიზრდებიან,
შვილნი,შენს სახელს შორს რომ გაიტანს,
მტერს არ შეარჩენს შენს ორგულობას,
კუთვნილ მიწა-წყალს მკერდით დაიცავს.
დიახ,იყივლებს დიდ წინაპართა
სისხლიც და სულიც წმინდა ქართული,
მკერდით დავიცავთ იმ ოქროს აკვანს,
რომელსაც ჰქვია მიწა ქართული.
და დავიბრუნებთ იმ ორ საუნჯეს,
რომელიც ურცხვად გამოგვარიდეს,
სამაჩაბლო და აფხაზეთია
ტკივილი შენი,რომ არ გვაძინებს,
შენს უახლოეს წარსულსა ფურცლავს,
გონება ჩემი, ჩემო მამულო,
ფეხზე დავუდგეთ და პატივი ვცეთ
იმ მსხვერპლთა ხსოვნას მიწავ ქართულო,
იმ პირტიტველა ვაჟკაცთა ლაშქარს,
შენს ახალ ომებს ვინც შეეწირა,
შენთვის დამწვარ და დაფერფლილ ზვარაკს
ოდეს მომხვდური მას შეეცილა.
უწმინდესი და უპირველესი
ვალი ქართველთა შენი დაცვაა,
გული საკლავად მტრის და ორგულის
ახალ ქართველთა გმირად გაზრდაა.
მჯერა "კიდევაც დაიზრდებიან"
სამშობლოვ შვილნი შენს სასახელოდ,
კიდევ გამოვზრდით დავითს და თამარს,
კვლავ რომ აღზევდე შენ საქართველოვ!
იქნება შოთაც,ილიაც,საბაც,
გიორგი,ცოტნე,დემეტრე,ვახტანგ
და იმ დიდებულ წინაპართ მსგავსად
შენ ეყოლები საფიცარ ხატად.
მე შენი ყველა ჭრილობა მტკივა,
შენს მზეს ვფიცულობ ჩემო ტანჯულო,
მრავლად გამზრდელო ვაჟკაც-დევ-გმირთა,
ოქროს აკვანო,მიწავ ქართულო!
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 2