როცა იმდენი გქონდა სათქმელი სიტყვა ვერ უთხარი,როცა ისე გიყვარდა _ სიყვარული ვერ აუხსენი,როცა ისე გენატრებოდა საკუთარ თავზე გაბრაზებული მისგან შორს გაიქეცი ,როცა იმდენად ძვირფასი იყო საკუთარი თავისთვის ვერ გაიმეტე. ყველაზე დაუთმობელი _ დათმე.ხვალინდელი დღე წარსულად აქციე.როცა ტკივილამდე გიყვარდა და მისი დაკარგვა ისე გაშინებდა _ მიატოვე.ყველაზე დიდ შეცდომა დაუშვი.შეცდომა , რომელსაც ვერასდროს აპატიებ თავს…
“ჯერ იტირებ,
ასჯერ დახედავ ტელეფონის ეკრანს იქნებ ზარი გამოგრჩა მისგან,
მერე ისევ იტირებ,
უყურებ ყველა მელოდრამას,
მოუსმენ ყველა სევდიან სიმღერას...
შემდეგ კი...
სარკეში თვალს მოკრავს შენს მოღუშულ სახეს;
ჯერ შენ თავს გაუღიმებ,
მერე სამოსს გამოიცვლი,
ერთ ფინჯან ყავას დალევ,
მაკიაჟს გაიკეთებ და მორჩა:
ძველ მოგონებებს, ტკივილს, მელანქოლიას და სევდას ძველმანივით მოისვრი.
იცი რატომ? უბრალოდ მიხვდები, რომ ბედნიერება უფრო გიხდება, ვიდრე დარდი და გვერდითაც ის ადამიანი უფრო მოგიხდება, რომელიც ტირილის მიზეზს არ მოგცემს.”
ვერასდროს იტყვი,თუ როდის და ვინ შეგიყვარდება,ან როგორი სიყვარული გეწვევა,მაგრამ შეიძლება ითქვას,რომ ნამდვილ სიყვარულს წარსული დრო არ გააჩნია; გიყვარდა?-გეყვარება!
იმ ადამიანს გაუფრთხილდი სარკეში ჩახედვისას რომ ხედავ - ეგ ერთადერთია, რომელიც მუდამ გვერდით გეყოლება, იტირებს როცა შენ ტირიხარ და გაიცინებს, როცა შენ იცინი... ..
,,ხშირად დაქანცულნი იმის გამო კი არ ვართ, რომ ბევრ რამეს ვედებით, ათას საქმეს ვაკეთებთ და ყველაფერი მომსასწრებია...
არა!
ხშირად იმიტომ ვიღლებით, რომ ძალინ ცოტა ხნით ვკავდებით იმ საქმით, რაც ძალიან გვიყვარს."