მემგონი ერთადერთი ადამიანი ვარ ვინც საყვარელ ადამიანს აპატიებს ღალატს, ტყუილს და ათას გარეწრობას ოღონდ არა უყურადღებობას...
ეს ისეთი საშინელი გრძნობაა როდესაც ადამიანი მუდამ შენ გვერდით არის და უცბად... უცბად ხვდები რომ ცარიელი ადგილი ხარ მის ცხოვრებაში. აღარ აქ მნიშვნელობა რა მიზეზით არ გაცევს ყურადღებას, ფაქტი ერთია, შენ ისეთი მნივნელოვანი აღარ ხარ როგორც ადრე იყავი... და რაც არ უნდა იყოს ამის შემდეგ ის გრძნობები წამის სისწრაფით გამკრთალდება.
- ყოველთვის ყველაფერი არ უნდა მოითმინო, რადგან ადამიანი ხარ და გული გაქვს. უნდა იცოდე საკუთარი თავის ფასი და სხვებსაც ზღვარი დაუწესო შენთან მიმართებაში სხვანაირად ძალიან გაგიძნელდება, რადგან ადამიანები ეჩვევიან იმას, რის უფლებასაც აძლევ!
როგორია ცხოვრება ოცდაათის შემდეგ?
- უფრო საინტერესო, შენც უფრო თავდაჯერებული და თავისუფალი ხარ, აღარაფერი გიკვირს და გაკვირვებს; ადამიანების ამოცნობაც უკეთ გეხერხება და უფრო კარგად იცი ისიც, როგორი ხალხი გჭირდება გვერდით, დროს აღარ კარგავ უაზრო ჯიბრზე, გარკვევა-გამორკვევებზე, რაღაცის დამტკიცებაზე, ერთადერთი მიზანი გაქვს - ბედნიერი იყო......
- რას ნანობ ყველაზე მეტად?
- რას ვნანობ?... დუმილს და უმოქმედობაში დაკარგულ ულამაზეს წლებს... სხვისი გულის გაფრთხილების მცდელობაში დამჩნეულ იარებს საკუთარ გულზე და ბევრი ნერვიულობისგან გაფუჭებულ ნერვებს... რას ვნანობ? უთქმელობას, ყოველთვის რომ სიჩუმეს ვირჩევდი - აი მაგას, რადგან ახლა სინანულის გრძნობას ვეღარ ვიშორებ... თავის დროზე რომ ჩემი სათქმელი მეთქვა, ახლა ალბათ სხვანაირად იქნებოდა ყველაფერი და სხვანაირი ვიქნებოდი მეც...