სვანური ქუდი ნამუსის ქუდი
ამ ქუდს წინაპრის სისხლი აჩნია,
სვანეთის მთების სურნელი უდის,
ვისაც ნამუსი არ გააჩნია
არ დაიხუროთ სვანური ქუდი
შვენის მეჯოგეს, მხვნელ-მთესველს, ხუროს
თეთრ წვერა მახვშის გადმომდგარს ზღუდით,
მაგრამ ჯაბანმა არ დაიხუროს
სვანური ქუდი -ნამუსის ქუდი
ბევრჯერ, ო ,ბევრჯერ ამ ქუდის შიშით
მტრებმა ძაღლივით იქნიეს კუდი...
მეამაყება, რომ მოგვდგამს ჯიშით
გვეხუროს თავზე ნამუსის ქუდი...
ძმაო, იხარე, რომ ქუდით შენით
ზუგდიდში ქორწილს- კახეთში ვარ რთველს...
ეს ქუდი ხიბლავს, ეს ქუდი შვენის
ყველა მამაც და თავმდაბალ ქართველს.
წელი მოგვწყვიტა ხურჯინმა, გუდამ,
ვერ ვიტრაბახებ ხურჯინით გუდით
მე ვიტრაბახებ ამ ქუდით მუდამ
ნამუსის ქუდით-სვანური ქუდით.
ამ ქუდს დედები ხელში ჩარიან
ჭაბუკებს ახლა