-არა. ჩვეულებრივზე...
-გენატრება?
-არა, ახლა აღარ მენატრება.
-სხვა დროს მოგნატრებია?
-გაგიჟებამდე...
-გიტირია?
-ცრემლის დაშრობამდე მიტირია.....
-წვიმაში გიცეკვია?
-არა, მაგრამ ვიცეკვებ.
-გიპოვნია?
-ჩემი მეგობრები, ისინი ვინც ყველაზე ძვირფასია რაც გამაჩნია.....
-დაგიკარგავს?
-თავი დამიკარგავს...
-შეგშინებია?
-მარტოობის ახლაც მეშინია.
-გწყენია?
-ბევრჯერ...
-დაგიწერია?
-ჩემს ცხოვრებას ყოველდღე მე ვწერ..
-გინანია?
-უაზროდ დაკარგული დრო და უთქმელი სიტყვები...💛
-წარსულზე გიფიქრია?
-ყოველ ღამე....
-ღამე გაგითენებია?
-მზის მოლოდინში....☀️
-გითქვამს, რომ გიყვარს?
-თვალებით.......💛
-სიკვდილზე დაფიქრებულხარ?
-ხან და ხან მინატრია...
-ისევ განიცდი?
-აღარ...
-იმედი?
-იმედი ყოველთვის არის!
-რომ მოვა?
-აღარ მოვა.....😔
-აბა იმედი?
-იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნება ბოლოს.
-რომ არ იყოს?
-რომ არ იყოს, ბოლო არ იქნება...
-ბოლო, რომ იყოს და არა ისეთი შენ რომ გინდა?
-მაშინ ყველაფერი დამთავრდება და დავისვენებ.....
-დაღლილი ხარ?
-......
-ისევ განიცდი!!!
-......
-ტირი?
-მომბეზრდა..
-ლაპარაკი?
-არა. ბრძოლა!
-ვისთან?
-საკუთარ თავთან.
-გჯობნის?
-ძლიერია!
-ძლიერი შენც ხარ!
-.......
-გენატრება?!
-უსასრულობამდე!
-ისევ გიყვარს?
-მაშინაც, ახლაც და მერეც! სულ...💛☀️
...შეუძლებელია , მზე, შენი მზე, რომელიც იპოვნე არ გიყვარდეს....💛☀️
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев