მე მჯერა,რომ ადამიანები იცვლებიან. იცვლებიან მხოლოდ მათთვის, ვინც უყვართ. და ისინი ერთმანეთისთვის ხდებიან იდეალურები,სამყაროსთვის კი ორივე ერთად არიან ერთნი
ყური მოვკარი საუბარს და ბოლო ფრაზა დამამახსოვრდა: “უნდა მოსთხოვო მეტი ყურადღება”, გამეღიმა ამ ფრაზაზე. და მერე? დავუშვათ მოსთხოვე ადამიანს მეტი ყურადღება, ისიც ცოტა ხნით ამოიქოქა და უფრო ყურადღებიანი გახდა, მაგრამ გავა დრო და ეს ცეცხლი ისევ ჩაქრება, რადგან ურთიერთობა “მოთხოვნაზე” კი არა გულიდან წამოსულ სითბოზე და მზრუნველობაზე დგას. არავის არაფერი არ უნდა მოსთხოვო, განსაკუთრებით ადამიანური სითბო, მხარდაჭერა, გაგება და ყურადღება, რადგან ეს ყოველივე გულიდან უნდა მოდიოდეს და სწორედ მაშინ იქნება ნამდვილი.
- ზოგჯერ ძალიან ვბრაზობ საკუთარ თავზე...
- რატომ?
- იმიტომ, რომ ჭკუა ვერ ვისწავლე. მივხვდი, რომ არ შეიძლება ადვილად ენდო ადამიანებს, გულთან იოლად არ უნდა მივუშვა არავინ, მაგრამ ასე არ გამომდის. ან მთელი გულით ვარ ადამიანთან, ან მივდივარ მისგან. მაგრამ ყველაზე მეტად სწორედ ამის გამო მტკივა ხოლმე გული.
- მაგიტომ საყვედურობ შენ თავს?
- ჰო, რადგან ისევ ისეთი მეამიტი ვარ...
- ცდები. შენ მეამიტი კი არა, უბრალოდ ადამიანი ხარ, რომელსაც ურთიერთობაში თვალთმაქცობა არ შეუძლია, ეს კი დღეს ძალზედ იშვიათია. საკუთარ თავზე კი ნუ ბრაზობ, იმ ადამიანებზე გაბრაზდი, რომელთაც გულწრფელობა და უბრალოება აღარ ესმით.