Предыдущая публикация
დაიფარე მამული ჩემი
შენი წილხვდომილი, კვართმომადლებული,
მარად სხივოსანთა უკვდავთა თემი,
სადაც წარმოგზავნე ბარძიმი ქებული.
სად გარდმოავლინე ვერძი ზეციური,
და ოქროს საწმისის მადლი მზიური
აღმოაცისკროვნე, ვით წყარო ცხოველი,
რათა ეზიაროს აღზევდეს ყოველი.
სად ჰსახე დავით, მეფე და მგოსანი
და სვეტიცხოველი ჰყავ გვირგვინოსანი.
შენი ბარძიმია წმინდა ივერია,
მისი განმართლება შენს ცაზე სწერია,
შენს თანა ჯვარცმული, შენს თანა ვნებული,
გულს ლახვარსობილი, საფლავს დადებული,
შენს თანა დაფლული ოთხი დღის მკვდარი,
ღმერთო, აღადგინე და მოეც ჯვარი!
ცათა დიდება ხარ და თემთა მთენი,
აკურთხე, უფალო, სამკვიდრე შენი!
ზვიად გამსახურდია
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев