Предыдущая публикация
დარდიანიც რომ ვიყო,
თავს დარდს როგორ დავუხრი?!
თუ ვერ ხვდება რა მინდა,
ავდგები და ავუხსნი!
სევდიანიც რომ ვიყო,
როგორ დავემონები?!
პესიმისტი არა ვარ-
გულითა და გონებით!
უიმედო რომ ვიყო,
იმედს დაველოდები!
ჩემი ხელით დავშალე
უმძიმესი ლოდები!
იქნებ,ისეც არ იყოს,
გულს რომ გაუხარდება...
სიხარული-მატულობს!
მწუხარება-მთავრდება!
თუ ისეთი არა ვარ,
მტერს რომ ენდომებოდა...
ადრე უნდა ეფიქრა-
წინ რომ მეღობებოდა...
რადგან გულით მზე დამყავს,
მზიანი მაქვს თვალები...
ცის სილურჯეს ღრუბლებით
ჭორფლად შევეპარები...
გადაღლილიც რომ ვიყო,
ძალას მაინც მოვიკრებ!!
ციდან მწიფე ვარსკვლავებს
მუჭა-მუჭა მოვიკრეფ.....💐
/ია ნანეიშვილი/
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев