თურქი მსახიობი ტუბა ბუიუკუსტუნი ყველაზე ლამაზ თურქ მსახიობთა ათეულშია შესული. ველური ბუნებისა და არისტოკრატიული სილამაზის შერწყმა ლამაზმანში ერთდროულად ბობოქრობს. აღმოსავლურ ტრადიციებზე აღზრდილი ტუბა ყოველდღიურ ცხოვრებაში კოსმეტიკას არ იყენებს. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ - იგი ეკრანზეც მხოლოდ თავისი ბუნებრივი სილამაზით ჩნდება. ტუბას დილა ფინჯან ყავასთან ერთად საყვარელი წიგნის კითხვაა. საყვარელი ბრენდია - სონია რაკელი. უყვარს კომფორტული და მოხერხებული ტანისამოსის ტარება. გასულ წელს ტუბას ფანებმა ტუბას, დაბადების დღის აღსანიშნავად , მიართვეს წიგნი სახელწოდებით „უპირობო სიყვარული“, რომელშიც 4 მილიონზე მეტმა ადამიანმა ტუბას შესახებ შთაბეჭდილებები და კეთილი სურვილები ჩაწერა... ტუბას ჰყავს მეუღლე და ტყუპი გოგონა, მაია და ტოპრაკი. გთავაზობთ ტუბას პასუხს ერთ-ერთი ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე:ტუბას ეკითხებიან: ხართ თუ არა ერთ-ერთი იმათგანი რომლებიც ამბობენ - „თქვენ იცით ვინ ვარ მე“ ????- ტუბა: და მერე ვინ ვარ მე? იქნებ გავიდეს რამოდენიმე წელი და არავის ვახსოვდე, ეხლა მე ვაკეთებ ჩემს სამუშაოს, ეს ჩემი საქმეა, პოპულარობა არ არის მთელი ცხოვრება, ის დროებითია... (ტუბა ბუიკუსტუნი)
სიახლის ავტორი: ადმინი მაილი

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 2