,,მე მომწონს უცნაური ადამიანები.
უცნაურ ადამიანებს კეთილი გული აქვთ,
გაუთვალისწინებელნი და ნამდვილნი არიან,
შესანიშნავ, უცნაურ რამეებს აკეთებენ
და ლამაზ, უცნაურ სიტყვებს ამბობენ.
იღვიძებენ და იძინებენ უცნაურ საათებზე
და უცნაურ ამბებს ჰყვებიან.
უცნაურ ადამიანებს უცნაური თვალები აქვთ,
რომლებშიც მხოლოდ სხვა, უცნაური ადამიანები კითხულობენ,
დანარჩენები კი მათ მოჯადოებულებივით შესცქერიან
და ცდილობენ მიუხვდნენ.
უცნაურ ადამიანებს უცნაური სიყვარული შეუძლიათ.
უყვართ ყველაფერი.
ყველაზე უცნაურიც კი.
და მე მიყვარს უცნაური ადამიანები.
უცნაურად..."