დეკემბერი. ოცნებების,სიმყუდროვის,დასვენების და სიხარულის თვეა. არსებობს კი ადამიანი ვისაც გულში სულ მცირედ მაინც არ უხარია შობა-ახალი წელი?..
რა ჯობია თეთრ ქათქათა თოვლს,კამფეტებს,გოზინაყს და ზამთრის ყველაზე ლამაზ რამეს,ნაძვის ხეს?..
სკოლიდან გვითხოვენ,ოჯახში მთელი წლის გამონაკლის დღეებში რაც ტკბილეული არ გვქონდა ამ ერთ თვეს იკრიბება,ნაძვის ხე ^^ და უამრავი დრო წიგნის წასაკითხად.
მიყვარს ეს დრო..
დეკემბერი..
შარშან ძალიან კარგი ახალი წელი მქონდა. აბა წარმოიდგინეთ,იღვიძებ დილით და გარეთ აუარება თოვლია. ქათქათა ფანტელები ისევ წყდება ცას და თოვლის გორას ეცემა. 2 წლის ბავშვივით დავიწყე ხტუნვა. შემდეგ საყვარელი ადამიანები მოვინახულე და ღმერთო,ისეთი ლამაზი დღეები მოდის..
აბა წარმოიდგინეთ..
აბა გაიხსენეთ..
მეოცნებეებო..
გრინჩი,კევინი და კიდევ უამრავი საახალწლო პერსონაჟი ბრუნდება!
ასე რომ,მოეწყვეთ თბილად და ელოდეს ახალ წელს..
მოსწავლეებო,სტუდენტებო-ელოდეთ არდადეგებს..
გვიყვარდეს შობა,გვიყვარდეს ერთმანეთი..
სიყვარულით,თქვენი Marrie..
p.s საუკეთესო ახალი წელი მელის მე,საჩუქრებით დატვირთული. უკეთესს გისუვებთ მეგობრებო!! https://www.youtube.com/watch?v=yXQViqx6GMY
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 1