-თქვა და მე გადმომხედა. წამით შეერთებული ბაგეები ორად გამეყო შემდეგ კი ღიმილი გამომესახა. თითქოსდა ეს საუკეთესო კომპლიმენტი ყოფილიყოს ჩემს ცხოვრებაში. სინამდვილეში,ვერცკი მივხვდი რა იგულისხმა. იმედია ცუდი არაფერი.
-რას გულისხმობ?-მაინც ვკითხე და ამჯერად ღიმილის დამალვა არც მიცდია.
მან ოდნავ გაიღიმა,შემდეგ ხელებს დახედა და თავი ისევ ამოსწია.
-მასსავით ღელავ.. უფრო სწორად მასავით მოუსვენარი ხარ. ხომ ხვდები არა?-გამიცინა. და ვფიცავ,ამ წამს მე არაფერი მახსოვდა მისი ამ სულელური,ლამაზი და საყვარელი ღიმილის გარდა.-ისეთივე თავისუფალი და თავნება ხარ. შენსას გაიტან და ვერ შეეგუები იმას რომ ვინმემ შენზე იბატონოს. და თუ ეს მოხდება,შენში დიდი ქარიშხალი ჩნდება. და შენც.. იცვლები. კონტროლს კარგავ,გარშემო ყველაფერს ანადგურებ. შემდეგ უცბათ,ისე უცბათ როგორ გაბრაზდი წყნარდები. ჩერდები. დუმდები. ისევ კალაპოტს უბრუნდები. შენ მასავით თავისუფალი ხარ. ისეთი რომ ვერავინ შეძლებს შენს დაკავებას. ვფიქრობ შენ განსაკუთრებული ხარ. როგორც ზღვა. შენ არ გავხარ სხვას გარდა ზღვისა.. რა ასე არ არის? ზღვაც ხომ არ გავს სხვას,გარდა საკუთარი თავისა.
ინტერესით ვუცქერ მას. ჯერაც ვერ გამიაზრია ეს კომპლიმენტი იყო თუ პირიქით. ისიც ინტერესით მიმზერს და ცდილობს ამოიკითხოს რაიმე ემოცია ანდაც სიტყვები.
მოულოდნელად სხეულში დენი მარტყავს. გულში რაღაც მეღვრება. ჩემს გვერდით მჯდომ ჰარის უფრო ვეკვრები. გვერდით ვიწევ და მარხნივ მის მარჯვენა მხარეს ვგრძნობ. ის ხელს მხვევს,მის ტანს უფრო მაკრავს. ორივე წინ ვიყურებით,დაწყნარებულ ზღვას გავცქერით. წყნარად.მშვიდად.. აი ასე. სულ ესაა.. ჩემი ბედნიერება ესაა.. ეს ის უხილავი კავშირია,ხომ ხვდებით ორ ადამიანს შორის უეცრად რომ ჩნდება. ეს ის ვნებაა. უხმო,უმოქმედო. აი ისეთი ტანში რომ აუღწერელი გრძნობა გაქვს და მთელი გულით გსურს აღწერო. მაგრამ ვერ ახერხებ.. ამას ხომ ახსნა არ აქვს. სიყვარულს ხომ არ აქვს ახსნა.
ეს გიჟური მოვლენაა.
აი ისეთი რომ შემოგიტევს,საშინელ მონატრებას რომ მოგიტანს. ივლის ივლის და წავა. ეს ის გუჟური გრძნობაა. რაც არ უნდა ეცადო რომ ვერ ახსნი. სწორედ ესაა იმის მიზეზი თუ რატომ ვერ ვარჩევ სწორ სიტყვებს ახლა.. და მაინც.
-ვფიქრობ ახლა ისეთივე წყნარი ხარ,როგორც ზღვა.-და მისი ხმა,ფიქრებიდან სწრაფად მარკვევს.
ეს ის გიჟური გრძნობაა,ნარკოტიკივით რომ გვჭირდება ჩვენ ორს.
ეს ის გიჟური გრძნობაა,პირველად რომ განვიცდი და მთლიანად მანადგურებს.
ეს ის გიჟური გრძნობაა,მოკვდავები სიყვარულს რომ ვუწოდებთ."
-ჩანახატები.
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 4