9 აპრილის გმირებსპირგაზაფხულო, სისხლიანი დაგხვდა ქუჩები,
მებაღეები დახოცილი ბაღის ნაპირთან,
არ გაგიკვირდეს, აშრიალე მწვანე ფურცლები,
არ შეგეშინდეს, აამღერე გუნდი ყვავილთა!
გახსენი გული! – სხვა თაობა მოდის ძლიერი!
აახმაურე ჩანჩქერები, ბუკებს შემოჰკარ!
როცა ქარიშხალს შეეჭიდნენ შენი შვილები,
თვითონ არ ნახე, ყვავილები როგორ შვენოდათ?!
ფრინველებს უთხარ: – ცას მოედონ, როგორც მტრედები,
თავისუფლების საგალობლად ფრთაშეწყობილნი,
ნუ ატირდები! უიმედოდ ნუ შეჩერდები,
მოდის თაობა, გადარჩენის დღისთვის შობილი!
როგორ იტევდა ისტორია ამდენ ჰეროდეს,
ის სისხლიანი ღამეც დაგრჩა გაუთეველი,
მაგრამ სამშობლოვ, სევდიანო, მინდა- გჯეროდეს,
მოვა აპრილი, როგორც ქრისტე ნაზარეველი!
სოსო ნადირაძე
შობა თენდება! "ალილოს " ხმა ზეცამდე აღწევს,
ქართველებმა ხომ საუცხოო ვიცით გალობაც,
ტაძრად ინთება უამრავი წმინდა სანთელი,
გილოცავთ!არასდროს მოგვშლოდეს უფლის წყალობა.
დღეს საქართველო სხვანაირად მოირთვებოდა,
ვიხსენებთ და ჩვენც საშობაოდ გვიძგერს გულები,
მოგვმადლე ღმერთო შენეული გულმოწყალება,
საკუთარ ტაძრებს დაგვაბრუნე დაფანტულები.
რეკეთ ზარებო!იქნებ ცრემლი შეუშრეს მამულს,
ასე შორიდან როგორ შევძლოთ მისი ფერება?
ემიგრანტები მონატრებულ სამშობლოსათვის,
ცხრა მთას იქითაც დაჩოქილნი ვდგევართ ვედრებად
შობის ღამეა,ანათებენ სარკმელს სანთლები,
ყველა ოჯახში შემობრძანდი დედა მარიამ!
მოგვმადლე ნიჭი რწმენისა და სიყვარულისა,
რომ ყველას გულში დაიბადოს მაცხოვარია!
იყუჩე გულო, გესმის როგორ რეკენ ზარები?
ხმა ღვთაებრ