კუში ამბობს რომ სიმართლეს ვეღარ დამალავს, ანჯალი ბრაზობს კუშიზე რომ მის ქმარს ადანაშაულებს. კუში ყველაფერს ამბობს შიამის გეგმასთან დაკავშირებით, ყველა გაოცებულია. შიამი ყველაფერს უარყობს და ეუბნება რომ ვერაფერს ვერ დაამტკიცებს. ამ დროს ენქეი შემოდის. კუში სთხოვს თქვას სიმართლე. ბიჭი ამბობს რომ ეს ყველაფერი სიმართლეა და შიამი გამტაცებელია. შიამი ისევ ცდილობს თავის დაძვრენას. ენქეი ამბობს რომ შიამის საუბარი მოისმინა, რადგან მის ოთახში იყო დამალული.
ენქეი ცდილობს დაამტკიცოს თავის სიმართლე, მაგრამ შიამი ყველანაირად იძვრენს თავს, ენქეი ამბობს რომ შიამს უნდა ანჯალი დაარწმუნოს თავის სიმართლეში. შიამი ეკითხება არნავს დაინახა თუ არა ის გატაცების პერიოდში, ის ამბობს რომ კუში იტყუება.
ამ დროს პაიალი გამოდის და ამბობს რომ კუში არ იტყუება და მან იცის მთელი სიმართლე. აკაში ეკითხება რას გულისხმობს. შიამი აჩუმებს მას და ეუბნება რომ ის უბრალოდ დის მხარეს იჭერს. პაიალს არც მანორამა აცდის საუბარს.
საბოლოოდ ენქეი ამბობს რომ მან და კუშიმ გახსნეს შიამის ჩემოდანი და ისიც იციან რა არის მისი კოდი. ენქეი ამბობს რომ ეს მე შენ მიყვარხარ კუშია. ყველა გაოცებულია ამ ფრაზით. შიამი უბრუნდება ანჯალის და ეუბნება რომ ეს ყველაფერი ტყუილია. ანჯალი უყვირის ყველას რომ შეწყვიტონ ტყუილების ლაპარაკი. კუში ცდილობს ანჯალის დარწმუნებას. ამ დროს მანორამა ეკითხება რატომ სთხოვდა შიამს ანჯალისთან დაშორებას, კუში უხსნის ყველაფერს მაგრამ ამბობს რომ საბუთები დაკარგა როცა არნავის გადარჩენას ცდილობდა. მანორამა ამბობს რომ კუშის მოთხოვნას შიამიც დაეთანხმა, შიამი პასუხობს რომ ეს მხოლოდ კუშის გასაჩუმებლად თქვა.
შიამი ამბობს რომ კუში ყოველთვის მასთან დაახლოებას ცდილობდა და უნდოდა ანჯალისთან დაეშორებინა. ამ სიტყვებზე პაიალი საშინლად ბრაზდება და ამბობს რომ ისინი სიმართლეს მხოლოდ ამ ოჯახის გამო მალავდნენ მაგრამ უფლებას არ მისცემს კუშის შეურაწყოფა მიაყენოს. საბოლოოდ პაიალი ამბობს რომ შიამი მათთან ცხოვრობდა და კუშის შერთვას აპირებდა, ანჯალი შოკშია. შიამი ნიშნობის ფოტოებს ითხოვს, პაიალი პასუხობს რომ არ გადაუღიათ რადგან მამა ცუდად იყო.
შიამი ამბობს რომ ისინი ტყუიან რადგან არ უნდათ თავიანთი მდიდარი ქმრები დაკარგონ. ის კუშის გონებრივად ავადმყოფს უწოდებს. კუში ამბობს რომ რასაც ბოლო დღეებში ამბობდა ყველაფერი სამხილების მოსაპოვებლად იყო მიმართული.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев