ფიქრობ მის გარეშე , მორჩა?
ვეღარ გააგრძელებ დღეებს..
ირგვლივ რუხის ფერის ბრბოა
მარტო ის ნიშნავდა ფერებს?
ებრძვი პოზიტიურ განცდებს
ეძებ ნეგატიურ წყობას
არ გსურს საკუთარ თავს გასცდე
კარგად აღიარო ყოფნა..
ტემპი ემატება სუნთქვას..
თითქოს აღარ გყოფნის სივრცეც
მხოლოდ მის გარშემო ბრუნავ
როგორც რელიგიას მისდევ…
ნუ ქმნი ილუზიას მასზე
შენი დაიფასე ბევრად…
მხოლოდ საკუთარი გწამდეს
თქვი რომ შეუცვლელი შენ ხარ…
ბევრი სირთულე აქვს ამ
წუთს
როცა შეჩვეულ რიტმს ებრძვი..
ძველი ჩააბარე წარსულს
რადგან მომავალი გელის…
გიორგი ჩომახიძე
02 01
2023