ვიღაცამ მძლავრად ჩამავლო თმაში ხელი და ამომქაჩა.იგრძნო რომ არ მოვყვებოდი,შემდეგ ქვემოდ დაეშვა და ფეხები მცენარეებისგან გამინთავისუფლა.ხელი მომხვია და დავინახე ცა,ლურჯი ფერის ცა.
სიცივის გრძნობა იმდენად მქონდა ორგანიზმში გამჯდარი,რომ აღქმის უნარი დავკარგე.თვალები მტკიოდა საშინლად.ვიღაცას მძლავრ მკლავებში მოვექციე და ცდილობდა მისი ცხელი სხეულით გაყინული ორგანიზმი გაეთბო.გულის ცემას ვგრძნობდი ჩემსას და იმ მეორისას,თვალები დავხუჭე და შევეცადე ყბის კანკალი შემეჩერებინა,თუმცაღა ამაოდ.– მაპატიე,არ მეგონა ცურვა თუ არ იცოდი.მაპატიე…–იმეორებდე ის და უფრო მაგრად მიკრავდა გულში.
ნელ–ნელა გონს მოვეგე.მდინარის გვერდით შუაგულ მინდორში მზეზე ვიჯექით.უკან ხეები და ბუჩქები გვყოფდა ხალხისგან. ვიღაცას თავის მუხლებზე პატარა ბავშვივით შემოვეჯინე.ტანში შიშის გრძნობამ დამიარა,შევეცადე გამენთავისუფლა თავი,ადამიანის “მარწუხებისაგან”.მზერა ავაპარა,დიმიტრი მთელი ტანით მეკვროდა და ჩემს სველ თმაში თავი ჩაერგო.უცებ გავაცნობიერე,რომ კაბა რომელიც დილით მეცვა ეხლა ტანზე აღარ მქონდა.თავში თითქოს ელვამ დამარტყა ასე ახლოს ბიჭთან არასდროს ვყოფილვარ.შემეშინდა განძრევა.ძალა მოვიკრიბე,მის დაკუნთულ სხეულს დავუსხლტი და ინერციით მინდორზე გავიშოტე.
ჩემთვის უცნობი ობიექტი შეინძრა.წამოვხტი ,თმა გავიწურე.ჩემი ხვეული თმები სისველის მიუხედავად მაინც ინარჩუნებდნენ ფიქსაციას და დენ დარტყმულივით ზემოდ აეპყროთ თმის კულულები.
დიმიტრი წამოდგა და მშვიდი სახით უცდიდა ჩემს რეაქციას.”კუპალნიკი” შევისწორე,ჩავახველე.ნელა მივუახლოვდი,გავიღიმე და ის გავაკეთე რაც არ მჩვევია ხოლმე.თელი ძალით გავაწანი სილა,როგორც ჩანს არ ელოდა ჩემი “კავალერი”. გაუკვირდა,ალბად ეტკინა კიდევაც.თვალები ჩაუსისხლიანდა სიბრაზისგან.
–დეგენერატო,შენ….–თითი მივუტანე თვალებთან–შენ, არ გამეკარო ახლოს,თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ…შემომაკვდები იცოდე!
სახეში აღარ შემიხედავს.ბუჩქებიდან გავძვერი,სადღაც საცოდავად ჩემი სარაფანი და ნივთები ეგდო.მოვხიკე ჩემი ” ბარგი” და სალომე არც გამხსენებია ისე “დავახვიე” იქედან.* *
მარტო მივუყვებოდი გზას. “სათადარიგო” ტანსაცმელი ამოვიცვი.ხალხს ყურადღებას აღარ ვაქცევდი.სველ საცურაო კოსტუმზე შორტები და მაიკა საზიზღრად შემომკროდა ,თუმცა არჩევანის საშუალება ნამდვილად არ მქონდა და სჯობდა დავკმაყოფილებულიყავი იმით რაც მქონდა. სახლისკენ მარტო გავემართე.რა მძიმე დღე იყო ,კინაღამ სული მიქელ გაბრიელს არ მიმაბარებინეს? ეს სალომეც სადღა ჯანდაბაში წავიდა,მარტო დამტოვა,რომ ჩავძირულიყავი იქ ვერც მიხვდებოდნენ სად წავედი ან რა შემემთხვა…სადღაც გამომრიყავდა შემდეგ ალბად რიონი…საცოდავ გოგონას..–ამ ფიქრებში ვიყავი ,როცა ნაცნობი გზა გამოჩნდა.სახლს მალევე მივუახლოვდი.
ჩემდა ბედად ეზოში არავინ დამხვდა.ოთახში ავირბინე და სასწრაფოდ გამოვიცვალე ტანსაცმელი.
ერთი საათის შემდეგ ცოტა დასვენებული,ჩემი პატარა ვერცხლისფერი ლეპტოპით ტყისკენ მივემართებოდი.თეთრ კედებს რაღაც პატარა შავები ეკვროდა.დამავიწყდა აქ რას უძახიან ამ პატარა მცენარეებს.მუხის ხეების შრიალი საამოდ ჩამესმოდა ყურში. უკან მოვიხედე,რაღაც მეგონა ვიღაც მითვალთვალებდა.გამეცინა.ბავშვობაშიც ასე ვიცოდი ხოლმე,სულ მეშინოდა მარტო დარჩენის.
ტყეში შევედი ნაცნობ ადგილზე ჩამოვჯექი,აქედან პატარა სოფლები თავისი კოხტად აშენებული სახლებით,სათამაშოებივით მოჩანდნენ.რაჭველი კაცის სული და გული ხვანჭკარას ჯიშის ვაზები ისე კოხტად ჩაემწკრივებიათ პატრონებს,კაცს ლამაზად ნაქარგი ქსოვილი გეგონებოდა შორიდან.აი,ვიღაც ბილიკს მიუყვება.წამმოვხტი,კომპიუტერი და ჩემი პატარა ჩანთა იქვე დავაგდე და ხელი დავუქნიე უცნობს.პატარა წერტილი უცებ გაჩერდა,შეიძლება დამინახა,თუმცა ვინ იცის.შემდეგ ისევ გააგრძელა თავისი მიმართულებით გადაადგილება.ასკილის ბუჩქიდან პატარა არსება გამოძვრა, თაგვის მსგავსი.საცოდავი რარაცას დაეფრთხო ძალიან.” გველი ხომ არ არის?” –გავიფიქრე და წამოვხტი.
გამახსენდა ბებიაჩემის სიტყვები მიწიდან ,რომ ადგები სამჯერ უნდა დააფურთხო შვილო რამე რომ არ აგყვეს დაავადებაო,მეც ისევე გავაკეთე როგორც ადრე პატარაობისას. შემდეგ ჩემს ცრუმორწმუნეობაზე მე თვითონ გავბრაზდი,გაამავიწყდა ასკილის ბუჩქიც და მისი ბინადრები.მინდორზე გავიშოტე,კომპიუტერი ჩავრთე და ნაცნობი სიმღერა ააჟღერა ,ჩემმა უსულო ” მეგობარმა” .
თავი ბალახს დაავადა.ხელები გავშალე და ცას ავხედე,მყუდროება ისევ ჩიტების ფრთხიალმა დამირღვია.წამოვხტი და ბუჩქთან მივირბინე.გაოცებისგან პირი დამრჩა ღია.
–შეენ? ბუჩქებში ჩამალულიყო დიმიტრი და იქედან ბავშვივით მიცინოდა.წამოდგომა სცადა,თუმცა ეკლის ტოტმა,რომელიც ტანსაცმელს გამოსდებოდა,ამის საშუალება არ მისცა.
–ფუ შენი! –შეიკურთხა და მთელი ძალიან შეეწინააღმდეგა მცენარეს.
–შენ რა მითვალთვალებ? – გაკვირვებისგან პირი დამრჩა ღია.
–არა უკან აგედევნე,რომ გამეგო როგორ ხარ? ნამდვილად არ მინდა მკვლელობის მცდელობისთვის გამასამართლონ..–შეეცადა ეხუმრა,თუმცა ნამდვილად არ ვიყავი სიცილის გუნებაზე.
–დაახვიე.ბიჭო და შენს თავს პატივი ეცი,ნუ დებილობ ამხელა კაცი!
–რაც არ უნდა მითხრა შენს დევნას არ შევეშვები,რადგან იქ როდესაც ჩაგიკარი გულში ისეთი რაღაც ვიგრძენი,როგორ გითხრა.. აი ტანზე დამაყარა ბუსუსებმა,თუ რაც ქვია რა..– მეტი დამაჯერებლობისთვის შეეცადა მოსულიყო ახლოს და მენახა მისი კანის “ზედაპირი”.
–მეტი საქმე არ მაქვს ეხლა შენ რა გემართება ეგ განვიხილო,გირჩევ ექიმს მიაკითხო ,ეგ ჩემი ბრალი კი არააა ,ავად ხარ და არ გადმომდო რა…–რას ვსაუბრობდი თვითონაც ვერ გამეგო.მიხურდა შიგნით ყველაფერი.გული კი ისე მიცემდა,მეშინოდა მას არ გაეგო მიისი ბაგაბუგი.
–ნუთუ არ მოგწონვარ?შეკითხვა ისეთი მოულოდნელი იყო ჩემთვის,ვიგრძენი როგორ გავწითლდი.ალბად,იგრძნო ჩემში მომხდარი ცვლილება და მზერა მომარიდა,მინდორზე ჩამოჯდა და პატარა გვირილის ყვავილს დასწვდა.მიწიდან ამოგლიჯა მცენარე და შემდეგ ბანალურ სიტყვებს იმეორებდა მისი ბაგენი: –”შანსი მაქვს? არ მაქვს! მაქვს? არ მაქვს!”
გავბრაზდი ყვავილი ხელიდან გამოვგლიჯე და შევუბღვირე უსიტყვოდ.
–არ მჯერა,რომ არ ხარ ჩემდამი სიმპატიით განსჭვალული და ამას დაგიმტკიცებ!–ეს თქვა და თავისკენ მომქაჩა, ვიგრძენი როგორ მკოცნიდა. თმაში ჩავავლე ხელი და რაც ძალა და ღონე მქონდა შევეცადე მომეგერიებია მის შემოტევა.
ხელი უცბად გამიშვა.მიხვდა კოცნას კოცნით ,რომ არ ვპასუხობდი.გული ჩამწყდა,უცებ უსუსურ და დაუცველ არსებად ვიგრძენი თავი................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................როგორია?...........გავაგრძელო?..............
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 12