არც ერთ გრძნობას არ ეგების მიძალება,
არც სიცრუით დაგებული კაკანათი
სიყვარულზე ლაპარაკი ისწავლება,
სიყვარულს კი ვერ ისწავლი ლაპარაკით...
მაშ!- ნუ გათრთობს ზღუდეა თუ ტიხარი,
გადაევლე სიძულვილის დირესაც
მოდი...იმგვარს გაუმარჯოს სიყვარულს!
ყივჩაღივით კარს,რომ შემოგილეწავს....
დღეს აქა ვართ,ხვალ სხვაგან მოგველიან
სად არ მოსჩქეფს სიყვარულის ვნების წყარო,
სიყვარული იმდენჯერვე პირველია!
რამდენჯერაც შეგიძლია შეიყვარო...
მითხარი რამე! მირჩიე რამე! ნუთუ ასე უნდა დამთავრდეს, ნუთუ ასე უნდა დავმთავრდე... არც სიყვარული და მხოლოდ ღამე, არც მოგონება, არც მონატრება და წყეული სიცარიელე.
არა არ მჯერა! არა არ მჯერა!.. შეშინებული ჩემი სხეული, დაბნეული ჩემი თვალები... ვცდილობ გავერკვე, ფიქრებს ვაწვალებ. სხეული მითრთის, ხელის გულებზე სისველე, და მხოლოდ ღამე... სიბნელეს თეთრი ლაქები არღვევს, ალბათ თენდება, მაგრამ ეს სახე, მისი თვალები და ბაგეთა კიდე, მახსოვს... დამტოვა, ტანჯვა მახრჩობდა, ის კი სხვისთვის ფლანგავდა დარდებს.
ნუთუ დამთავრდა... კოშმარად დარჩა, სიზმარი იყო და წარსულში დარჩა...
- უკვე გათენდა?.. - ნაცნობი ხმაა.
- იცი… მიყვარხარ, უსაშველოდ ძლიერ მიყვარხარ... - პასუხის ნაცვლად.