შემთხვევით ყვავილების ლარნაკი ვარდება სადაც კამერაა დამონტაჟებული, არნავი მისკენ მიდის, შიამს ეშინია რადგან გონია რომ მან კამერა დაინახა მაგრამ ბიჭი უბრალოდ მობილურს იღებს.  ამ დროს შიამთან ანჯალი შემოდის, ბიჭი იძულებულია ლეპტოპი დახუროს.
კუში აივანზეა და არნავს ელოდება, რადგან ბიჭმა იქ დაუთქვა შეხვედრა, არნავი ეუბნება რომ მათ ვიღაც უთვალთვალებს, რადგან ქოთანში კამერა დაინახა, კუში კითხულობს ვინ შეიძლება იყოს ეს, არნავი ეუბნება რომ მტკიცებულებების გარეშე ვერავის დააბრალებენ, ამ დროს ანჯალი გამოდის და ამბობს რომ შიამსაც მათსავით არ ძინავს და ლეპტოპთან ზის. კუში და არნავი ერთმანეთს შეხედავენ.  არნავი ამბობს რომ შიამის წინააღმდეგ სამხილები უნდა იპოვონ, შემდეგ მას ახსენდება ანჯალის სახელზე გამოწერილი კამერების ჩეკი და რწმუნდება თავის აზრში.
შიამი ისევ კამერებს უყურებს. არნავი ეუბნება კუშის რომ ოთახში უნდა დაბრუნდნენ და ისე მოიქცნენ თითქოს არაფერი მომხდარა.
არნავი და კუში ოთახში ბრუნდებიან, ბიჭი კიდევ ხედავს რამდენიმე კამერას, მაგრამ ისე იქცევა თითქოს საერთოდ არ დაუნახია ისინი. კუში სააბაზანოდან გამოდის, არნავი აწვენს თავის გვერდით და კოცნას აპირებს, მაგრამ შიამი ახსენდება და ამბობს რომ ეძინება, ისინი საბანს იფარებენ თავზეც,  კუში ეხუტება და ამბობს რომ ასე თავს მშვენივრად გრძნობს.
მეორე დილით კუშის ჩაი მიაქვს ბებიასთვის და მანორამასთვის. მანორამა რაღაც საჭმლის მომზადებას სთხოვს კუშის, გოგო ძალიან დაბნეულია და ჩქარა აკეთებს საჭმელს. ყველა მაგიდასთანაა, კუშის საჭმელი მიაქვს, რომელიც საშინლად უგემური გამოუვიდა, ყველა ცდილობს ისე მოაჩვენოს თავი თითქოს გემრიელია, მხოლოდ არნავი ჭამს მშვიდათ. ბოლოს კუშიც გასინჯავს მას, გოგო ხელიდან გამოგლეჯს არნავს ლუკმას და ეკითხება როგორ შეუძლია ამის ჭამა. ბიჭი პასუხობს რომ ეს კუშის გაკეთებულია და მისთვის გემრიელია.
არნავი რაღაცას ანიშნებს კუშის, გოგო ეუბნება ანჯალის რომ უნდა საჩუქრები ყველასთან ერთად გახსნან. ანჯალი შიამსაც ეძახის, არნავი და კუში ცდილობენ გაიპარონ იქიდან. კუში ენქეის ეძახის და ეუბნება რომ არავინ არ გაუშვას იმ ოთახიდან, სანამ ის და არნავი არ დაბრუნდებიან.
კუში და არნავი იპარებიან შიამის ოთახში და რთავენ მის ლეპტოპს. ისინი პოულობენ კამერის ჩანაწერებს. შიამს უნდა ოთახიდან გავიდეს, მაგრამ ენქეი აჩერებს, თუმცა საბოლოოდ ის მაინც ახერხებს გასვლას.  ვიდეოების მეშვეობით არნავი და კუში ხვდებიან რომ ანჯალის ბავშვის დაკარგვა შიამის ბრალია, ამ დროს მათ შიამის ნაბიჯების ხმა ესმით. არნავი საშინლად გაბრაზებულია, მაგრამ კუში ამშვიდებს. შიამი კარს აღებს.
ოთახში არავინაა, ამ დროს ენქეი შემოდის და შიამი ისევ დაბლა ჩაჰყავს. არნავი და კუში კარადის უკნიდან გამოდიან. კუში ანჯალის რაღაც ზეთს უსმევს ტერფზე და მის ჭრილობებს ამჩნევს, ის ამაზე არნავსაც ანიშნებს, ბიჭს ახსენდება როგორ ყრიდა შიამი მინის ნამსხვრევებს.
არნავი გარეთ გადის და კუშის ეუბნება რომ მზადაა მოკლას შიამი თავისი დის გამო. კუში მას სთხოვს დამშვიდდეს და ბოდიშს უხდის შიამის სახლში დაბრუნების გამო. არნავი ამბობს რომ როგორმე უნდა დაამტკიცონ ყველაფერი.
ენქეი ხედავს რომ მანორამას სავარძელზე სძინავს და ცდილობს გააღვიძოს, ამ დროს ბებია მოდის და ამბობს რომ ამ დროს ყოველთვის ძინავს რადგან საჭმლის მომზადება არ მოუწიოს. არნავი და კუში მუსიკალურ სტუდიაში არიან, არნავი კითხულობს ვინ გააგზავნეს სანგიტის დღეს მათ სახლში. კაცი  პასუხობს რომ ერთი მათი მუსიკოსის ჩანაცვლება მოხდა და ის აღწერს ზუსტად შიამის გარეგნობას.
ენქეი ფარდის უკან იმალება და ღმერთის ხმით აღვიძებს მანორამას, მანორამა შეშინებული ელაპარაკება მას. ენქეი იმდენს იზამს მანორამას თავის ყველა ცუღლუტობას აღიარებინებს, ანჯალი და ბებია ამას უყურებენ და იცინიან. ბოლოს ენქეი ენახვება მანორამას, შერცხვენილი ქალი გარბის იქიდან.
კუში ეუბნება არნავს რომ რაღაც გეგმა მოიფიქრა შიამის წინააღმდეგ.  დილით ყველა მაგიდასთან ზის, ამ დროს ჰალიპრაკაში შემოდის და ამბობს რომ მღებავები მოვიდნენ, შიამს სახე ეცვლება. ამას არნავიც ამჩნევს. არნავი ამბობს რომ სახლი უნდა განაახლონ. შიამი რაღაცას იმიზეზებს და გადის, არნავი და კუში ერთმანეთს შეხედავენ.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев