არნავი მანქანით მიდის. მამიდა და პაიალი ცდილობენ წაიყვანონ კუში, მაგრამ ის ისევ იმეორებს რომ არნავი აუცილებლად მოვა. მამიდა ეუბნება კუშის რომ სდომოდა არნავი აქამდე მოვიდოდა, მაგრამ კუში ისევ იმეორებს რომ არნავი მას დაპირდა და აუცილებლად მოვა, მამიდა სახეში არტყავს კუშის, გოგო ამბობს რომ იქ იჯდება, სანამ ცეცხლი მთლიანად არ ჩაქრება.
არნავი მანქანაში ზის, ის კუშიზე და დედაზე ფიქრობს, არნავი გვიან გააცნობიერებს რომ წინიდან მომდინარე მანქანას ეჯახება, ის ცდილობს მოაბრუნოს საჭე, ამავე დროს კუში წამოხტება და არნავის ყვირილით კარისკენ გარბის, მას ენქეი აჩერებს, არნავი ხეს ეჯახება, კუში ეუბნება ენქეის რომ არნავს რაღაც შეემთხვა.
არნავი სისხლიანი სახით ეყრდნობა საჭეს, კუში ცეცხლთან ბრუნდება, რომელიც უკვე სრულიად ჩაქრა, მასთან ნანი მიდის და ანუგეშებს. კუში დედისკენ მიდის, როცა იგრძნობს რომ ვიღაცამ მისი სარი გასწია, კუში ტრიალდება და არნავს ხედავს.
კუში ეუბნება ბიჭს რომ იცოდა რაღაც შეემთხვა და ცდილობს შეეხოს, მაგრამ ბიჭი უკან იხევს. არნავი კუშის ეუბნება რომ როცა შეუყვარდა არ იცოდა მათი წარსულის კავშირის შესახებ. ის ამ ტკივილით და ზიზღით სავსე გარემოში მხოლოდ კუშის გამოა.
კუშის თავბრუ ეხვევა, არნავი მას იჭერს, ბიჭი ეუბნება რომ აქ მხოლოდ მის გამოა. არნავის სახიდან სისხლი კუშის ეცემა შუბლზე, გოგონა თვალებს ახელს, არნავი ეუბნება რომ მისი ცოლად შერთვა და მთელი ცხოვრების მასთან გატარება უნდა, გახარებული კუში ეხუტება არნავს, ყველა ბედნიერია, შიამი ვიღაცას ურეკავს.
შიამი ეკითხება ანჯალის როგორ უშვებს ამ ქორწილს, მაგრამ გოგო არ ეთანხმება მას. ნანი ეუბნება არნავს რომ ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს და ის მის გვერდითაა, არნავი კუშის კიდებს ხელს და სადღაც მიყავს, მაგრამ ბებია უშლის ხელს. ბებია ეკითხება არნავს როგორ შეუძლია კუშის შერთვა მას შემდეგ რაც გარიმამ გააკეთა. არნავი პასუხობს მას რომ ერთადერთი რაშიც დარწმუნებულია კუშის მიმართ მისი დიდი სიყვარულია, გარიმა კი არა მამამისი იყო დამნაშავე რადგან ერთდროულად 2 ქალთან ქონდა ურთიერთობა. არნავი ეუბნება მას, რომ თუ არ შეუძლია შეეგუოს ამ ყველაფერს შეუძლია წავიდეს, კუში ცდილობს შეაჩეროს ბებია, მაგრამ ის სამუდამოდ ტოვებს სახლს.
ენქეი მიდის მღვდლის უკან მოსაყვანად. კუში და არნავი ასრულებენ ყველა რიტუალს და როგორც იქნა ცოლ-ქმარი ხდებიან. კუში აპირებს რაღაცის თქმას არნავისთვის, მაგრამ ბიჭი აწყვეტინებს და ეუბნება რომ მასაც ძალიან უყვარს, შემდეგ კი შუბლზე კოცნის. ისინი იღებენ დალოცვებს უფროსებისაგან.
გარიმა ლოცავს არნავს და პატიებას სთხოვს. რაიზადები სახლში ბრუნდებიან, ნანი აარტის რიტუალს ასრულებს, შემდეგ წყვილი საჩუქრებს იღებს. არნავი და კუში შემოდიან სახლში, ენქეი მათ აჩერებს და ეკითხება ხომ არ დაავიწყდა რაღაც ტრადიცია, არნავს ხელში აჰყავს კუში, გოგო საყვედურობს რადგან ცუდათაა, არნავი ამბობს რომ არაა ისე სუსტად თავისი ცოლი ვერ აიყვანოს ხელში. არნავს ამაყი სახით შემოჰყავს კუში სახლში.
არნავი საწოლზე სვამს კუშის, გოგონა იღებს მის ხელს და ეუბნება რომ გულნატკენია, რადგან ბებიამ ისინი არ დალოცა და ახლა ოჯახი ერთიანი არაა, არნავი პასუხობს მას რომ ოჯახი მაშინაა ერთიანი როცა მასში ურთიერთგაგებაა. კუში ბოდიშს უხდის არნავს, ბიჭი ეუბნება რომ ის დამნაშავე არაა.
შიამი ამ ყველაფერს კამერით უყურებს, ის ფიქრობს რომ თუ ერთი გეგმა ჩაიშალა, მეორეს განახორციელებს. არნავი სთხოვს კუშის რომ გამოიცვალოს, მაგრამ გოგონა ისევ მასთან ზის და შუბლიდან სისხლს წმენდს, კუში ეუბნება რომ შეუძლია ყველა ტკივილი და დარდი გაუზიაროს, არნავი პასუხობს რომ ყოველთვის უჭირდა ვინმესთვის გულის გადაშლა მაგრამ რაც კუში გამოჩნდა ყველაფერი შეიცვალა. სიმართლის გაგების შემდეგ ძალიან უჭირდა გადაწყვეტილების მიღება, რადგან წარსული აწმყოდ ექცა. კუში ეუბნება რომ ყოველთვის მასთან იქნება.
ამ დროს კარზე ზარია, ოთახში ენქეი, აკაში და ანჯალი შემოდიან თან თვალებზე აფარებენ ერთმანეთს ხელებს. ანჯალი ამბობს რომ არ მისცემს ერთად ყოფნის უფლებას სანამ არნავი ნექს(ფულს) არ მისცემს, არნავი აძლებს ფულს და როგორღაც ყველას ყრის ოთახიდან.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 32