271(1/4)
მანორამა და კუში საუბარს აგრძელებენ.
მოულოდნელად ვიღაც შემოდის დანით
ხელში და მანორამას აშინებს. ეს ენქეია,
რომელიც მათთან დაბრუნდა.
პაიალი ცუდათ გრძნობს თავს წვეულებაზე,
რადგან მხოლოდ მას აცვია
განსხვავებულად. სხვებს ის მოსამსახურე
გონიათ.
ენქეი ნახულობს ყველა ოჯახის წევრს.
მანორამა ამბობს რომ ის და კუში სპაში
უნდა წავიდნენ, ყველას უკვირს. მათ ენქეიც
მიყვება და კუშისთვის მედალიონს
ყიდულობს, რომელშიც მისი და არნავის
სურათია ჩასმული. კუში დარდიანდება.
მანორამა აჩქარებს კუშის.
მანორამა და კუში მიდიან დანიშნულების
ადგილზე. ისინი ცდილობენ იპოვონ ბიჭი
ტატუთი. აკაში და პაიალი გუფთების
სახლში მიდიან, პაიალი უყვება მათ რა
ცუდათ იგრძნო თავი წვეულებაზე.
დიდი ხნის ძებნის შემდეგ კუში და
მანორამა იპოვიან ტატუს სალონს სადაც
ისეთ სვირინგებს აკეთებენ, როგორიც
გამტაცებელს ქონდა.
კუში იგებს მისამართს და აპირებს წავიდეს
იმ ბიჭის სახლში. მანორამას ეშინია,
მაგრამ კუში ითანხმებს. ამ დროს კუში
ხედავს რომ ვიღაც ზემოდან ფიცარს
აგდებს, რომელიც კინაღამ ზედ ეცემათ.
კუშის ურეკავს ვიღაც და ეუბნება რომ მათ
უთვალთვალებს. კუში შინდება და
მაღაზიაში შედის დასამალად.
მამიდა ცდილობს დიდი ხანი დატოვოს
აკაში და პაიალი, მაგრამ ისინი მიდიან.
გამტაცებელი ცდილობს იპოვოს მანორამა
და კუში მაღაზიაში. მაგრამ ისინი
ახერხებენ გაქცევას. მამიდას ძალიან
ეშინია და აპირებს უკან დაბრუნდეს,
მაგრამ კუში ეუბნება რომ ის გააგრძელებს
არნავი ძებნას და ბოლოს მამიდაც მიყვება
მას.
კუში და მამიდა გამტაცებლის სახლში
მიდიან. კუში ხედავს ფურცელს, სადაც
სავარაუდოდ არნავის ახალი მისამართია.
ისინი შედიან სახლში ფურცლის ასაღებად
და ამ დროს ბიჭიც მოდის. კუში და
მანორამა იმალებიან, ცოტა ხანში მათ
გონიათ რომ ბიჭი წავიდა და სამალავიდან
გამოდიან, მაგრამ უეცრათ კუშის თავზე
იარაღს ადებენ, მანორამა ცდილობს მის
დახმარებას, მაგრამ უშედეგოდ.
მანორამა დაინახავს წიწაკის ბოთლს და
თვალებში შეაყრის თავდამსხმელს. ის და
კუში გარბიან. ბიჭი მობილურზე
ელაპარაკება თავის ბოსს და ეუბნება რომ
ბიჭები უკვე მზად არიან და უნდა მივიდნენ
კონკრეტულ ადგილას. კუში და მანორამა
ინიშნავენ ამ ადგილს.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев