შიამი სთხოვს კუშის საბუთებს, გოგო ეუბნება რომ ჯერ სიმართლე თქვას, შიამი ამბობს რომ ვერ იტყვის ამას ყველას თვალწინ და სადმე დაუნიშნოს არნავს შეხვედრა.
კუში ურეკავს არნავს, მაგრამ ის არ პასუხობს, ანჯალი ამბობს რომ დედამისის დაბადების დღეა და არნავი ამ დროს ყოველთვის სხვაგან მიდის, რადგან მისი ტკივილი არავინ არ ნახოს. ის ასევე ამცნობს კუშის რომ არნავი მიფრინავს ლონდონში 3 საათში.
კუში აეროპორტში მიდის. ის გზიდან ურეკავს შიამს და აეროპორტში მისვლას სთხოვს სიმართლის სათქმელად. შიამი ცდილობს იპოვოს საბუთები.
კუში მიდის აეროპორტში, მაგრამ მას არ უშვებენ რადგან ბილეთი არ აქვს. ის გარედან უყვირის არნავს და სთხოვს მოუსმინოს, მაგრამ არნავი ყურადღებას არ აქცევს და მობილურს უთიშავს. საბოლოოდ არნავი გამოდის, კუში ეუბნება რომ მოიცადოს და მოვა ადამიანი რომელიც მის უდანაშაულობას დაამტკიცებს. არნავი მას 10 წუთს აძლევს. კუშის მგზავრები ავიწროვებენ, არნავი მის წინ დგება, რომ დაიცვას. შიამი იგვიანებს, არნავი წასვლას გადაწყვეტს, კუში მას ხელს ჩასჭიდებს, მაგრამ ბიჭი აშვებინებს და მიდის. არნავი დერეფანში მიდის და კუშისთან გატარებული ბედნიერი მომენტები ახსენდება, ის დაბრუნებას აპირებს, ამ დროს ვიღაც ეკითხება არის თუ არა ის არნავ სინქ რაიზადა. თვითმფრინავის გამცილებელი ამბობს რომ ერთი მგზავრი არ მივიდა. ეს არნავია.
კუშის ვიღაც ადებს ზურგზე ხელს, ის ტრიალდება და შიამს ხედავს. შიამი ეუბნება რომ საცობში მოყვა და არნავს მოგვიანებით მოუყვება სიმართლეს. ის იხსენებს როგორ იპოვა შემთხვევით საბუთები.
კუში შედის ოთახში და ხედავს არნავის წამლებს. ის შეშფოთებული გარბის ანჯალისთან, მაგრამ გოგო ეუბნება რომ არნავს სხვა წამლებიც აქვს. კუში ტირილს იწყებს და ამბობს რომ ძალიან უნდოდა არნავის შეჩერება მაგრამ ვერ შეძლო. ანჯალი ამშვიდებს მას.
კუშის ახსენდება არნავთან გატარებული მომენტები და ძალიან განიცდის. შემდეგ ის საბუთების მოსაძებნათ გადის, მაგრამ აღმოაჩენს, რომ ისინი გაქრა.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев