. .
- ... მე რატომ მეშლება ნერვები?!
- რაზე?!
- აი, რაზეც შენ არ გეშლება...
- პატარა ხარ ჯერ...გაიზრდები და შენც აღარ მოგეშლება...
- რა მნიშვნელობა აქვს,პატარა ხარ თუ დიდი,გრძნობები ხომ მაინც ერთნაირია?!
- დიდი განსხვავებაა. მაგალითად,შენ რაზეც წუხხარ,ის ჩემთვის უმნიშვნელოა,რადგანაც ცხოვრებაში გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხებია გადასაწყვეტი...შენს ასაკში მეც ისე ვფიქრობდი,როგორც ახლა შენ.მაგრამ,გამოცდილებამ მასწავლა რომ "სისულელეებზე" არ უნდა იდარდო...
- როდესაც გულს გტკენენ როგორ იქცევი?!
- ტკივილს ვაიგნორებ...
- როგორ?
- როგორ და ძალიან მარტივად,საკუთარ დარდებზე ვიცინი...
- ვინც გტკენს იმათ როგორ ექცევი?!
- უბრალოდ ვივიწყებ მათ არსებობას!..არანაირი შურისძიება!
- რაც გაგიკეთეს იმასაც ივიწყებ?!
- არასოდეს!..უბრალოდ,ვცდილობ უფრო ბედნიერი გავხდე...
- მერე და გამოგდის?!
- გინდა ერთი რამ გასწავლო?!
- მასწავლე...
- იყავი ბედნიერი,შენი თავისთვის,სხვების დასანახად კი არა,საკუთარი გულის გასახარად...გაიცინე...იყავი პოზიტიური და ოპტიმისტი...დამიჯერე,სხვა არაფრის გაკეთება დაგჭირდება,ვისაც შენთვის ცუდი უნდა,ასეთ ბედნიერს,მომღიმარს და ლამაზს რომ დაგინახავს,თავისივე ბოღმით განადგურდება...არაფრსი გაკეთება არ არის საჭირო,უბრალოდ იყავი ბედნიერი!..ზეცამდე ბედნიერი!!!
/ ია ნანეიშვილი /
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев