Предыдущая публикация
ჩემი რწმენა არ გამოდგება მთების დასაძვრელად,
ვერც წყალზე გაგატერებს ფეხშიშველს,
ვერც მკვდარს აღადგენს მკვდრეთით
და
ვერც სნეულს განკურნავს,
უბრალოდ
თვითმკვლელებზე ვლოცულობ ხოლმე.ღმერთმა შემინდოს.ვიცი,
რომ
ყველაზე მეტად ჩემი პოეტობა არ გიხარია,
ჩემი სიგიჟე გტკენს გულს,
რომ
როცა ჩემს ლექსებს კითხულობ,
თითქოს იმ დღეებს ეხები წინასწარ,
რომლებშიც
აღარ ვიქნები
და
საპნის ბუშტებივით გიფეთქდება თითებზე
ჩემი წილი ცრემლები,
მაგრამ
მე ზუსტად ისეთი ვარ,
როგორიც
უნდა ვიყო,
არ შემიძლია,
დედამიწა უფსკრულისკენ მიექანებოდეს
და
მე მთვარეზე ვფიქრობდე გაფრენას.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев