ჩემსავით უნდა გიყვარდე რომ იგრძნო ჩემი ტკივილი,
რომ იგრძნო როგორ მეწყინა შენი ბავშვივით ტირილი.
ჩემსავით უნდა შეგეძლოს ფიქრი ყოველ წუთს ჩემზე,
და მერე ვიცი მიხვდები მე რამდენს ვფიქრობ შენზე.
ჩემსავით უნდა აღიქვა მთვარე მეგობრად, ღამით,
რომ მიხვდე როგორ ვდარაჯობ მე შენს ძილს ყოველ წამით.
მაგრამ დარჩება სურვილად, ეს ყველაფერი ჩემთვის,
შენ შენი ცხოვრება დაგაქვს, მე მაინც ვცხოვრობ შენით.
ჩემსავით უნდა გიყვარდე, რომ სიყვარული ერქვას,
თორემ სიტყვების მარაგი, დაუსრულებლად მეც მაქვს.

:მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო,და მათიც ვისაც მონატრებით ქვეყნად უვლიათ,ჩემი ცხოვრება სიყვარულში უნდა გავლიო,რადგან თავად მონატრებაც სიყვარულია!