შენ როცა პირველად თქვი ”დედა”, ზუსტად იმ დროს გაიგო დედაჩემმა, რომ მე დავიბადებოდი. შენ როდესაც ბაღში შეგიყვანეს, იმ დღეს მე პირველად ჩავისუნთქე და ტკივილისგან ვიტირე.შენ როდესაც კითხვა შეგეძლო, მე 1-დან 10-მდე თვლა ვიცოდი.როდესაც შენ მაღალი ქულა მიიღე სკოლაში, მე ბაღში დამატებითი პეჩენია მაჭამეს. როდესაც შენ გეკითებოდნენ კლასში ვინ გიყვარდა, მე მეკითხებოდნენ რა მერქვა და რამდენი წლის ვიყავი.როდესაც შენ პირველი კბილი ამოიღე, მაშინ მე სულ 4 კბილი მქონდა.როდესაც შენ კლასში მარი გიყვარდა და კანფეტებს ჩუქნიდი ხოლმე, მე ბაღში ლევანიკო მომწონდა და ამიტომ ვკბენდი. როდესაც შენ ”დებილზე” ცუდი სიტყვები გაიგე გაგიკვირდა, მე ვიღაც ბავშვს დებილი ვუწოდე და ამის გამო დამსაჯეს.როცა მე სკოლაში შემიყვანეს, შენ უკვე მესამე კლასში იყავი.მე როდესაც მკითხეს კლასში ვინ მიყვარდა, შენ უკვე იმდენად დიდი გეგონა თავი, რომ ამ კითხვას თვითონაც სვამდი ხოლმე.როცა შენ სკოლა დაამთავრე, მაშინ მე კლასში ვიყავი გამოკეტილი და თავი ციხეში მეგონა.როცა შენ იცოდი სად ჩააბარებდი, მე მეკითხებოდნენ, ვინ მინდოდა რომ გამოვსულიყავი.შენ რომ პირველად შეგიყვარდა გოგო, მე მაშინ 2 ბიჭი ერთად მომწონდა.შენ როდესაც უნივერსიტეტში ჩააბარე, მე ჯერ კიდევ არ მქონდა მოფიქრებული სად ჩავაბარებდი.როცა შენ შენი ჯგუფელები გაიცანი, მე ვწუწუნებდი რომ არ მინდოდა ჩემი კლასელების დაკარგვა სკოლის დამთავრების შემდეგ.ჩვენ რომ პირველად შევხვდით ერთმანეთს, არაფერი ვიცოდით.შენ პირველ კურსზე იყავი, მე მეათე კლასში. შენ დიდი ბიჭი გერქვა უკვე, მე-ჯერ კიდევ პატარა გოგო. შენ უკვე იცნობდი ამ ქვეყანას, მე კიდე ვარდისფერი მეგონა როდესაც პირველად უნდა მენახე ცალკე, თან სპეციალურად, ძალიან ავღელდი როდესაც შენ პირველად ჩამჭიდე ხელი, სუნთქვა გამიჩერდა როცა შენ პირველად მითხარი რომ გიყვარდი, დავიბენი.მე ხომ პატარა გოგო ვიყავი, შენ კი-დიდი ბიჭი და როდესაც დავშორდით, თავი უბედური მეგონა.მე ხომ მართლა ძალიან პატარა გოგო ვიყავი, შენ კი – მართლა დიდი ბიჭი


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 2