მოოკლედ ბარსელონაზე გამართულ საუბრებზე საინტერესო ამბები მოხდა კრისმა და კოლმა იცეკვეს:დდ ასევე იანმა განაცხადა რომ გაუხარდება თუნაცავს "ბეიმონის წყვილს" თუმცა კეტმა განაცხადა რომ სერიალი უნდა დასრულდეს დელენათი ! ასევე გავრცელდა ინფორმაცია რაც არვიცით სიმართლეა თუ არა რომ პოლმა თქვა სერიალი სტელენათი უნდა დაიხუროსო თუმცა ჩვენ ვიცით რომ ის დელენას შიფერია მე არვეთანხმები იანს ბეიმონის შესახებ ეს თუ მოხდა რეიტინგი საგრძნობლად დაეცემა... იმედია ნინას დაბრუნება ტყუილი არგამოდგება... კიდევ მეთ დევისს (ალარიკს)ვულოცავ ის დაინიშნა მშვენიეერ გოგოზე ♥ გთავაზობთ ახალ ფოტოებს♥
Teen wolf news:
შელის ახალი ფოტო:დდ გავსკდი სიცილით:დდ სიახლეები :1) როგორც წინა სეზონში, ამ სეზონშიც 20 სერია იქნება და ორ ნაწილად იქნება გაყოფილი. 10 სერია გამოვა ზაფხულში და 10 ზამთარში. მეხუთე სეზონის მოვლენებიდან 3 თვე იქნება გასული. სერიალის მთავარი პერსონაჟები კი ფინალური კლასის მეორე სემესტრში იქნებიან. მე-6 სეზონის ბოლოს ჩვენი პერსონაჟები სკოლას დაამთავრებენ.2) სცენარისტები გვპირდებიან, რომ ეს სეზონი სერიალის ისტორიაში ყველაზე საშიში სეზონი იქნება და რაც მთავარია, თითქმის ყველანაირად 3B სეზონს ემსგავსება, რომელიც როგორც იცით სერიალის საუკეთესო სეზონად არის აღიარებული, ჯერ ჯერობით მაინც. მე-6 სეზონი ახალ, ძალიან საინტერესო მითოლოგიას და სულების სამყაროს შეეხება.
"სცენარისტების ოთახში ამ სეზონის სცენარის ძალიან დიდი ფანები ვართ. 5ბ სეზონზე ვამბობდით, რომ ეს ურჩხულის ფილმი იქნებოდა, მე-6 სეზონზე კი თამამად ვამბობთ, რომ სულების სამყაროს გავიცნობთ" - ამბობს ჯეფ დევისი.3) მეექვსე სეზონში არდენ ჩო (კირა) არ მიიღებს მონაწილეობას. სხვა პერსონაჟებს კი, როგორებიც არიან სკოტი, სტაილსი, ლიდია, მალია, ლიამი, ჰეიდენი, მეისონი, პერიში, შერიფი, მელისა, მეისონი, კორი და ა.შ. აუცილებლად ვნახავთ. ასევე ცნობილია, რომ დაბრუნდება პერსონაჟი რომელიც სერიალის 1, 2, 3 და 4 სეზონებში იყო. სავარაუდოდ საუბარია პიტერ ჰეილზე, რადგან როგორც გატყობინებდით, ფანებმა ის გადასაღებ მოედანზე შენიშნეს.4) უცნობია დაბრუნდება თუ არა ტეო რეიკენი. როგორც მეხუთე სეზონის ბოლოს ვნახეთ, ტეო თავისმა დამ ჯოჯოხეთში ჩაიყვანა, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ის მოკვდა.
„ჩვენ გვინდოდა დარწმუნებული ვყოფილიყავით, რომ ტეოს არ მოვკლავდით. ძალიან გვინდა ის როგორმე სერიალში დავაბრუნოთ. ჩვენ გვიყვარს ტეო, ის იმას აკეთებდა, რაც სერიალის ისტორიაში არც ერთ პერსონაჟს არ გაუკეთებია. გვყავდა ბოროტმოქმედები, რომლებიც ზოგიერთი ადამიანის გულს მაინც იგებდა, თუმცა ტეო ისეთი პერსონაჟი იყო, რომ ყველას თავი შეაზიზღა. შეიძლება ითქვას, ჩვენ საკუთარი ჯოფრი გვყავდა "სამეფო კარის თამაშებიდან". შევეცდებით, რომ ტეო დავაბრუნოთ" - განაცხადა ჯეფ დევისმა.5) მე-6 სეზონი დამყარებული იქნება მეგობრობაზე. როგორც 1 და 2 სეზონები. სკოტის და სტაილსის ძველებური მეგობრობა, ამ სეზონში თავს არ მოგვაწყენს. ხროვა აღდგენილია და მას დაშლა აღარ ემუქრება, რადგან ტეო ჯოჯოხეთშია.6) მსახიობი Pete Ploszek სერიალს ახალი მასწავლებლის როლით შეუერთდა. ის სიმპათიური მასწავლებელია, რომელზეც ყველა მისი მოსწავლე გოგონა (და არა მარტო გოგონა) ჭკუას კარგავს. თუმცა ეს ისტორია ხომ მესამე სეზონში უკვე გავიარეთ? ჯენიფერ ბლეიქმა უკვე მოგვატყუა, როცა ამ ვინაობის მიღმა, მისი ნამდვილი სახე ანუ დარაქის სახე იმალებოდა. გაგვაცურებს ამჯერად ახალი მასწავლებელი? თუ უნდა ვენდოთ მას? ერთი რამ დაზუსტებით ვიცით, Teen Wolf-ში არასდროს არავის არ უნდა ენდო!7) მსახიობი როს ბატლერი, რომელიც ამერიკაში საკმაოდ პოპულარულ ტელესერიალებში თამაშობდა, სერიალის ამ სეზონში ლაკროსის ერთ-ერთი მოთამაშის როლს შეასრულებს. მოთამაშის, რომელსაც რა თქმა უნდა ზებუნებრივი სამყაროსი არ სწამს. თუმცა ეს ბეიკონ ჰილსია, მისი პერსონაჟი წამებში მიხვდება თუ სად მოხვდა სინამდვილეში.8) ამ სეზონის მითოლოგია დიდი სიფრთხილით და ინტერესით დაიწერა სცენარისტთა ოთახში. ასევე გეტყვით, რომ სერიალის ამ სეზონს 5 ახალი სცენარისტი დაემატა, რაც ნიშნავს, რომ მითოლოგიის განვითარება და დახვეწა უფრო მეტად მოსალოდნელია.
„ჩვენს პერსონაჟებს ამ სეზონში ახალი დიდი საფრთხე ელით. ძალიან გვიხარია ამ მითოლოგიას რომ ვეხებით. თუმცა ამავდროულად ტექნიკურად ჩვენთვის ძალიან რთული აღმოჩნდა მისი დაწერა და აღბეჭდვა“ - განაცხადა ჯეფ დევისმა.9) ამ სეზონის მთავარი ბოროტმოქმედი იქნება ნაცისტი მაქცია, რომელიც საშიში ექიმების ლაბორატორიაში დიდ კაფსულაში იყო ჩასმული და რომელიც როგორც მეხუთე სეზონის ბოლო მომენტში ვნახეთ, ამ კაფსულიდან გამოიქცა. ჯეფი გვპირდება, რომ ის საუკეთესო ბოროტმოქმედი იქნება სერიალის ისტორიაში. დაველოდოთ და ვნახოთ, ჩვენ უკვე ვნახეთ ალფა, ანუ პიტერ ჰეილი, კეიტ არჯენტი, შეშლილი მეთი, ჯერარდ არჯენტი, კანიმა, ალფების ხროვა, დარაქი, ნოგიცუნე, კეთილისმყოფელი, საშიში ექიმები და ჟივადონის ურჩხული. ვფიქრობთ ჯეფს ძალიან გაუჭირდება ამ სეზონზე ჩვენი გაოცება, ამდენი შესანიშნავი ბოროტმოქმედის შემდეგ.10) ის რასაც სერიალის ფანების დიდი ნაწილი 2011 წლიდან ელის - სტიდია! სცენარისტები ამბობენ, რომ ეს სეზონი სტიდიას "აღზევება" იქნება. პირველივე სერიაში ისეთი რამ მოხდება, რაც დიდი ნიშანი იქნება სტიდიას შექმნისთვის.ჰოლანდ როდენმაც დაადასტურა, რომ ეს ასეა და რომ ამის გამო ეს მისი ფავორიტი სეზონია სწორედ ამიტომ. ვნახოთ ფანებისთვის როგორი გამოდგება ეს ყველაფერი. ცნობილია, რომ რაღაც გაგებით შეიქმენა სტაილსის, მალიას და ლიდიას სასიყვარულო სამკუთხედი.
„ჩვენს სერიალში ჯერ ჯერობით სასიყვარული სამკუთხედი არ ყოფილა. პირველად ვაკეთებთ მსგავს რამეს და მერწმუნეთ, ჯერ ჯერობით ძალიან საინტერესო გამოდის. ეს იქნება იუმორით და დრამით სავსე დაუვიწყარი მომენტები“ - ამბობს ჯეფ დევისი

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 5