ნინა დობრევი:
ბოლო კვირას გათვიცნობიერებული მქონდა, რომ ყველაფერი რასაც გავაკეთებდი იქნებოდა საბოლოო. იმ მომენტში ყველაფერი მესმოდა. ბედნიერი ვარ, რადგან იმ წამებში ვაანალიზებდი, თუ რამხელა გავლენა ჰქონდათ ამ ადამიანებს ჩემზე და ამას ვაფასებდი. განსაკუთრებით სევდიანი იყო ბოლო დღე. ჩემი ბოლო სცენა იყო იან სომერჰალდერთან ერთად და ჩვენ გადავიღეთ ულამაზესი კადრები, რომლებზეც ახლა ვერ ვისაურებ, მაგრამ ყველაფერი ულამაზესი იყო. მეცვა ლამაზი გრძელი კაბა და ამ დროს ჩემთან ოპერატორი მოვიდა დასახმარებლად და მითხრა, რომ თმებში რაღაც მქონდა. ამ დროს ის ძალიან მაგრად ჩამეხუტა, ისე რომ კინაღამ გამჭყლიტა. უცებ მთლიანი გადამღები ჯგუფი ჩემთან მოვარდა ტორტებით. ტორტის კრემები წამისვეს, კონფეტი და ბრჭყვიალები შემაყარეს. რაც მთავარია, ეს ყველაფერი გადაიღეს. ეს იყო ყველაზე ბედნიერი წამები ჩემს ცხოვრებაში. მიხაროდა, რომ უახლოესი მეგობრები ასე მაცილებდნენ.
ვგრძნობდი რომ რაღაც მოხდებოდა, მე ხომ ნამდვილი ჯამბაზი ვარ, 6 წლის განმავლობაში ყველას მე ვსვრიდი ტორტებით, მაგრამ ასეთი რამ არავის გაუკეთებია ჩემთვის. რაღაც მსგავსი რომ არ გაეკეთებინათ, ნამდვილად გული დამწყდებოდა. ამ დროს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ეს ხალხი ჩემი ნამდვილი ოჯახია. ეს ის არის, რასაც ოჯახი აკეთებს. ოჯახი არ გეუბნება იმას, რისი მოსმენაც გსურს, ის გეუბნება სიმართლეს. ოჯახის წევრები შენთან ერთად ერთობიან, ისინი გაცინებენ და გატირებენ კიდეც. ოჯახი ყველაზე რთულ მომენტებში გხედავს და მხარში გიდგას. მთლიანად ტორტიანი კარგად არ გამოვიყურებოდი, ნამდვილად არ ვიყავი კარგი სანახავი, მაგრამ იმ დღეს ეს ყვეალფერი მომწონდა. ყველაფერი იდეალური იყო.
ნინა დობრევი♥ ვამპირის დღიურების ცენტრი !!♥ ველით მერვე სეზონში !!♥

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 1