მხოლოდ შორიდან.
მიგეჩვიე და გავთამამდი,
მე მგონი კიდეც.
მხოლოდ შორიდან, მხოლოდ ასე..
გავბედე თუმცა.
შენს გვერდით მინდა ვიხალისო,
ვიანცო კიდევ,
გავალამაზო სიყვარული
სიცელქით უნდა.
მერე რა, თუ თმა, ვერცხლისფერი
გაგვიხდა უკვე,
მერე რა, წლები და ასაკი
შეგვეტყო თუნდა.
მე ხომ იმ გულით მეყვარები
ისევე, ისე,
როგორც ბავშვ გოგოს, ერთ დროს.. გახსოვს?
ვერ ვძლებდი წუთსაც.
შენს თბილ გულს მინდა ჩავეკრა და
ჩავყუჩდე ისევ,
ნეტარ წუთებად შენში დავრჩე.
დავმთავრდე თუნდაც.
როგორც შევძელი, შეგიყვარე
ისევე ძლიერ,
დავეპატრონე შენს გულს უკვე
და მგონი სულსაც.
შორიდან ვბედავ ჩემს სიყვარულს
და გაძლევ იმედს,
პატარასავით სიხალისით
თამამად ვსუნთქავ.
სევდით, ნაღველით აღსავსე ვარ
წლებია ისევ,
ახლა იმედით გამთბარი ვარ,
შენიდ
,, იცი, შენს გულში, ჩემი გული დავტოვე წინათ.
შენს სულს ვეწამლე, ჩემი სული უწამლო დამრჩა.
ჩემს უნებურად, შენზე ფიქრებს გავექცე მინდა.
გული უშენოდ, ჩემს სხეულში
უსისხლოდ დარჩა. "
,, ეთო". 21.08.20.
ჩემს ყველა ლექსში ბევრია ცრემლი.
უცრემლოდ ვერ ვწერ.. ვერ ვამბობ
სათქმელს.
თვალები დამაქვს სულ სავსე სევდით
და ვერ ვიქარვებ ფიქრსა და ნაღველს.
სულის ტკივილი შემომხვდა ელდით,
ყველა სიტყვაში ეტყობა ნაწერს.
თითქოს'და მთელი სხეული მეწვის
და ვეღარა ვცნობ ჩემს ვერც ერთ ნამცეცს.
ამ მონატრების ტკივილი შემშლის,
ნიღბად ვერ ვარგებ ღიმილებს სახეს,
რადგანაც გული სავსეა ეკლით
და თვალიდააც არ შრება ცრემლი.
,, ეთო". 27.08.20