შესანიშნავია :))
გძინავს
და წამწამებს გითვლი,
ღამეა. ოთახი. ჩურჩული.
ქალაქი ტანსაცმელს იცვლის
და ვნების ვეება ურჩხული
ღრუბლებზე ილესავს ეშვებს.
ღამეა.
აივნებს ნისლავს
ფილტვების უწყვეტი სლუკუნი,
იძინე, იძინე ფხიზლად!
თორემ გარყვნილების უკუნი
მყუდრო თავშესაფარს ეძებს.
მღერიან
შემოდგომის ფოთლები,
ღიღინით მიჰყვებიან ქარებს,
ცოტაც და პლანეტას მოვძვრები,
როგორც ბოქლომი კარებს.
მღერიან შემოდგომის ფოთლები.
წევხარ,
გიკანკალებს მუხლები,
ღრუბლები ფეხაკრეფით მიდიან,
ნიავს მიჰყვებიან ღრუბლები,
მთვარე გალეშილი ჰკიდია
მტკვარზე დაჯარებულ ჭადრებს.
გძინავს,
და წამწამებს გითვლი,
ღამეა. ოთახი. ჩურჩული.
ქალაქი ტანსაცმელს იცვლის
და ვნეების ვეება ურჩხული
ძაღლივით გილოკავს ხელებს.
ჩურჩული,
გიკითხავ ლექსებს,
წვიმდება, წკრიალებს ფანჯარა,
და ვამბობ: "უშენოდ ვერ ვძლებ!"
ვამბობ და თავადაც არ მჯერა!


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев