შარშან რომ ვილოცეთ, თეთრი ფიფქებისთვის გახსოვს?და ითოვლა მერე, მთელი ღამე თოვდა, მთელი...დაითოვლა მიწა და სამოთხეს გავსორომ ვთქვით. წამო ქრისტესაკენ, სამოსელზე ვახლოთ ხელი.ფრთხილად!არ დაიწვა ხელი - მზეზე,გამო.. გამომყევი სველი გავირბინოთ მიწა,წამო, ზაქესავით ავძვრეთ ლეღვის ხეზე,ისევ ბავშვები ვართ, უფლის სიყვარული გვიცავს.დაე, გვეჩხუბონ და დაე, გაგვიჯავრდნენ - ამინ!გვჯერა სიყვარულის ჩვენ ხომ...მერე ბანალურად ისევ გაჩერდება წამი,ისევ თეთრი კაბა, ისევ არხოტი და ჭერხო.წამო, წამომყევი წვიმას ვეთამაშოთ, წამო..წვეთ-წვეთ დავითვალოთ კოცნები და მერე ჩვენზე იჭორაონ, ცილი დაგვწამონ და გვწამონ..ფეხზე მკიდია და გული მერე...გამაჩუმებ თითის ტუჩთან მიტანით და მეტყვი -როგორც ღმერთს უყვარსო, ისე შეიყვარე შენაც!მერე გაიელვებს, შეგეშინდება შენ სეტყვის,და ჩვილი ბავშვივით დაგბმება ენა.მკერდზე მიგიხუტებ, თეთრი ყვავილივით ფრთხილად,შავი თვალებიდან ცრემლებს ამოგაცლი თითით,წამო, წვიმის წვეთი ავიყვანოთ შვილად,სახლი ავაშენოთ ცაში ან ცის იქით..მერე რა იქნება, ღმერთმა უწყოდეს და ახლა,სანამ წვიმაა და ისევ არი ღამე,ციდან ან ცის იქიდან ჩამობრძანდი დაბლა,თორემ უშენობით მართლა დავიღალე!" /თორნიკე ნარროზაული/ ...:))
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев