...რამდენი სიყალბეა...მე ცოტა დავიღალე...ისეთი ნისლია რომ გზა ვეღარ გავიკვალე,გრძნობებიც ყალბი გახდა ეს ვეღარ გავითვალე,ვის რამდენი ნიღაბი აქვს ესეც ვერ დავითვალე...ცოტა მეწყინა და ცოტა გულიც დამწყდა,ადამიანობა თითქმის ყველგან გაწყდა ,ძმობის,მეგობრობის ხიდი ყველგან ჩატყდა,ერთგულებაც კი მგონი ერთად გაქრა...აზრებს დაგახვევენ ,გრძნობებს ხროვასავით გარს შემოგახვევენ,დრო გავა ნიღაბსაც მალე დაამსხვრევენ,გაგიღიმებენ და თავბრუსდ აგახვევენ...ეს ჩვენი სამყარო დიდი თეატრია ტყუილში ყოფნა კი ჩემთვის სასჯელია...ვის რისი როლი აქვს უკვე ამერია...ვერ შეგემატებით ...გულის ამრევია..."
საკუთარ თავზე ვიღიმი ზოგჯერ,
ზოგჯერ ძალიან ვბრაზობ,
ზოგჯერ ჩემივე ტკივილს ვივიწყებ-
სხვის ტკივილებზე ვდარდობ.
ზოგჯერ ბავშვობას ვეღარ ვიმეტებ,
ზოგჯერ დიდივით ვქალობ,
ზოგჯერ საკუთარ გულთან ვკამათობ,
რომ აღარ დავრჩე მარტო.
ზოგჯერ სიცრუეს ისე ვიჯერებ
მერე სათქმელი მახრჩობს,
ზოგჯერ მცირესაც ისე ვიბევრებ-
სხვისას არასდროს ვნატრობ.
ზოგჯერ ისა ვარ ვინც გაიმეტეს,
ვინც წამოდგომას სწავლობ,
ზოგჯერ მზეს ხელით ისე ვეხები-
- არ მეწვის მეთქი ვამბობ.
ზოგჯერ უბრალოდ ისე ვწვიმდები,
მიზეზს ვერაფრით ვამბობ,
ზოგჯერ სულ ერთი....ერთი სიტყვაც კი
სულის სიღრმემდე მათბობს.
ზოგჯერ ზღვა ვარ და ვეღარ ვმშვიდდები-
სითბო მამშვიდებს მარტო,
ზოგჯერ უბრალოდ ის გცილდები,
რომ დაბრუნებას ვნატრობ.....
.......