იმ შთაგონებით, რომ განსაკუთრებული ამბები არასდროს მთავრდება,
ნუ დასვამთ კითხვებს შეწყვეტილ ლოცვაზე
და უთქვენოდ გატარებულ წლებზე,
სისულელეა რამე იკითხო,
როცა ბრუნდები...
სისულელეა ამდენად მიამიტი იყო...
მაშინ როცა, შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ძველ ქალაქებს,
ძველ მეგობრებს,
ძველ წიგნებს...
მაგრამ სისულელეა დაუბრუნდეთ ძველ სიყვარულს...როცა დაუბრუნდებით ძველ სიყვარულს,
იმ ილუზიით, რომ იგი უცდის თქვენს დაბრუნებას,
ნუ იქნებით ასეთი რისკიანი -
ნუ ჩახედავთ თამამად თვალებში,
ნუ ჩახედავთ დიდი ხნით თვალებში,
როგორც ადრე უყურებდით ხოლმე,
რადგან აუცილებლად დაგწყდებათ გული,
როცა მათში ვეღარაფრის წაკითხვას შეძლებთ...როცა დაუბრუნდებით ძველ სიყვარულს,
იმის იმედით, რომ ''სიყვარული მარადიულია'',
ნუ დაუდგებით გვერდით,
ნუ ჩაკიდებთ ხელს,
ნუ გაივლით მასთან ერთად იმ ქუჩებს,
რომელსაც ადრე გადიოდით,
რადგან აუცილებლად გაგიჩნდებათ შეგრძნება,
რომ იქ მასთან ერთად არასოდეს ჩაგივლიათ...და როცა მაინც, ყველაფრისდა მიუხედავად გადაწყვეტთ,
რომ დაუბრუნდეთ ძველ სიყვარულს,
როგორც დიდი ხნის წინ მიტოვებულ ბავშვობის სახლს,
ნუ შეხვალთ მასში ბედნიერებით ანთებული თვალებით,
მონატრებისგან ათრთოლებული მხრებით,
მოლოდინისგან აფრიალებული გულით,
''როგორც იქნა მოვედი'' გამომეტყველებით,
ხელში ფერადი ბუშტებით,
როგორც ამას დიდი ხნის წინ აკეთებდით ხოლმე...
ნუ აანთებთ ოთახში შუქს,
ნუ გადასწევთ ფანჯრებზე ფარდებს,
ნუ გამოაღებთ ფართოდ კარებებს,
რადგან იქ უკვე ა ღ ა რ ა ფ ე რ ი ა...ქეთევან ნათელაძე.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев