..მთა მიყვარს მეთქი და რა დაგრჩენია ამ მთაშიო, ქალაქი სჯობსო..მეტი თავისუფლება და გართობააო. შევიდე დიალოგში?- ვკითხე საკუთარ თავს და კიო მიპასუხა. ვკითხე რას ეძახის თავისუფლებას.. საეჭვოდ ამათვალიერა, ალბათ გაიფიქრა აზრზე არაა არაფრისო და დაიწყო (ნეტა არ დაეწყო, ვიზუალი არ გაეფუჭებინა): თავისუფლება, ეს არის, როცა ადამიანი თვითონგანაგებს ჩაცმულობას, მუსიკალურ გემოვნებას და თვითონვე იღებს გადაწყვეტილებას საკუთარ ცხოვრებაზეო...და მთა რაში გიშლის ხელს მეთქი? კოჭებამდე კაბით და მკლავებამდე ფქვილში ვერ ვივლი შენი ჭირიმეო( ჩემი ჭირი რომ გამახსენდა კი შემეცოდა).. მეც მომწონს ლამაზად ჩაცმული გოგონები, მაგრამ ლამაზსა და ვულგარულს შორის განსხვავებას ვხედავ მეთქი. თუ გოგო მომეწონა არ მინდა სახელთან ერ