თვით ტროტუარებს, ეფერება ზეცაც შორიდან.
თუ სად ვიყავი, ვკითხულობდი წუხელ ამ დრომდე,
და სიახლოვეც, შენს სხეულთან უხმოდ მომინდა.
ვყვები ნაბიჯებს, მელოდიურ სმენის ამარა,
მისმენ და ხვდები, ერთობა გვსდევს დანამდვილებით.
თითქოს წვიმება, ეს ქუჩები უკვე დაფარა,
და თვით გარემოს, ვუპასუხეთ - ერთად ვიქნებით.
ვუსმენთ ჩასუნთქვას, დედამიწას ჰქვია ოჯახი,
ვითარც ქოხი თუ, ქოხის მსგავსი რაღაც ფიცრები.
თვით იავნანას, წავიმღერებთ უკვე ორ ხმაში,
და ჩამჩურჩულებ, მეორე ბავშვს დაიფიცები.
ზეცას დავჭექავ, შევაყვარებ ღრუბლებს მარტივად,
თვით ჩემს ღვთისმშობელს, ბედნიერს თუ ცრემლებწამოსულს.
გადაგეხვევი, იმ უცოდველ სულის მანტიად
და შენს ჩასუნთქვებს, ავყვები თურთ უხმოდ წარმოთქმულს.
თვით მელოდიებს, ავაჟღერებ შენად საყვარელს,
მზერაბედნიერ პოეტივით, აღვწერ გარემოს.
და შემოვხატავ, ფურცლის ბოლოს მხოლოდ სამ რამეს,
რომ ნაწერებშიც, მშობლის კვალი მათთვის დამეტყოს.
შენ ჩემი ღმერთი...
მე შენ და ღმერთი...
ოჯახი გვქვია.
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 2