მენატრებოდითქო რომ გითხრა დაიჯერებ?
-რატომაც არა..
-შეცვლილი ხარ!
-მართლა? როგორ?
-წლების წინ მხოლოდ თვალები იყავი, ახლა კი ყველაფერი ხარ თვალების გარდა...
-ახლა თვალებს მუქი სათვალის ულან ვმალავ
-წლების წინ მხოლოდ სიყვარული შეგეძლო, ახლა კი ყველაფერი შეგიძლია სიყვარულის გარდა...
-სიყვარული? სასაცილოა!
-წლების წინ მხოლოდ ოცნებები გქონდა, ახლა კი ბევრი რამ გაქვს, მაგრამ ოცნებები აღარ...
-მაშინ ღრუბლებში დავფრინავდი ახლა კი მიწაზე ვდგევარ.. მიწაზე კი გეგმების ქონა უფრო ამართლებს, ვიდრე ოცნებების
-ნუ თუ არაფერი შემოგრჩა იმ ადამიანისგან მე, რომ ვიცნობდი
-არ ვიცი, შენ რომელს მიცნობდი
-ქალაქში სეირნობა და წვიმა, რომ უყვარდა იმას
-აღარ მიყვარს
-ნაყინი ზამთარში?
-აღარც ზაფხულში
-ზღვა