Предыдущая публикация
მე მონატრების ცრემლები მცვივა,
ეს მონატრება ძლიერ მწარეა.
შენი დამჭკნარი ხელების სითბო,
ო რომ იცოდე როგორ მაკლია.
დედავ ძვირფასო და საყვარელო
შენ ჩემი კერპი იქნები მუდამ.
სათნო, კეთილი იყავი დედი,
ყველგან სიყვარულს აფრქვევდი მუდამ.
დღეს შენს სამარეს უნდა ვესტუმრო,
იქნებ იქ ვიგრძნო სურნელი შენი.
დედავ იქნება სიზმრად მოხვიდე
და გულმოკლული მოგეფერები...
სიზმრად მესტუმრე, დავსხდეთ ბაღჩაში,
კვლავ ვისაუბროთ ისევ დილამდე.
ეს მონატრება იქნებ დავძლიო,
თუნდ ერთი წამით შეგიგრძნო ისევ.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 2