"ჩახუტება სულზე კოცნაა... ვერანაირი კავშირი ვერ შეცვლის ჩახუტებას, გულში ჩაკვრას, მოფერებას... ჩახუტება, ეს უხმო კივილია, გაუმხელელი გრძნობების, მონატრების, ემოციების... ჩახუტებისას საოცარი ძალა, ენერგია, ნუგეში და სითბო ერთიანად ირევა... ჩახუტება გრძნობის ყველაზე ძლიერი გამხელა და სიყვარულის აღიარებაა
ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც ყველაფრის სულ სხვანაირად დანახვასა და აღქმას იწყებ. აღარ ბრაზდები, აღარც ნერვიულობ, უბრალოდ წარმოდგენა და დამოკიდებულება გეცვლება რაღაც-რაღაცებზე, ვიღაც-ვიღაცებზე. უკვე სხვანაირად აკვირდები ვინ როგორ გეპყრობა, რადგან სწავლობ, რომ ადამიანები თავიანთ რეალურ დამოკიდებულებას სწორედ ქმედებებით გამოხატავენ.