ნურასდროს იფიქრებ, ,,ბედი არაფერში მაქვს”, ნურც იმას იტყვი, რომ ,,არაფერში გიმართლებს”...
ყველა ადამიანი თავის ბედს, მომავალს თვითონ ქმნის.
ბედი არ არსებობს... ეს რომ წინასწარ დაგეგმილი იყოს, რა უინტერესო, არაფრის მომცემი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება...
ნუ თვლი სხვის ნაბიჯებს. ნუ გგონია, რომ სხვას ყველაფერი მიეცა, შენ არაფერი... ის ,,არაფერი” ყველაფერია, უბრალოდ შენ ვერ ხედავ, ვერ აფასებ, ვერ კმაყოფილდები.
ჰოდა, თუ არ გაკმაყოფილებს, მეტი შექმენი, მეტი იშრომე. არ გამოგივიდა?! მეტად მოინდომე, ყველგან სცადე და ერთხელაც აუცილებლად გამოვა.
წუწუნით და ჭირვეულობით, რომ სხვა ადვილად აღწევს, არაფრის მომცემია. თავს ითრგუნავ, არსწორად ფიქრობ, ტყუილად მძიმდები.
მეტი შეგიძლია, ვიდრე გგონია...
შენი ბედი შენს
არ მინდა მჯეროდეს, რომ უკვე ვბერდები,
რომ ჩემი ცხოვრება სულ ერთი წამია,
ოცნებას ვიხუტებ და ვეპაექრები,
იმ ასაკს, რომელმაც ფიქრები არია.
რა ვქნა, თუ გაზაფხულს ვერაფრით ველევი,
თუ სულში მაისის ვარდები ყვავიან,
მერე რა მოხდა, თუ ნელ-ნელა ვთეთრდები,
ეს ჩემი კი არა, სულ დროის ბრალია.
მზეს სხივებს ვტაცებ და სარკესთან ვჩერდები
დღეს რასაც იქ ვხედავ მართლა მიხარია,
თვალებში ცას ვიტევ და სულით ვეხები,
ოცნებას, რომელსაც ყავლი არ გასვლია.
ასაკი ფეხს ითრევს, რას ითხოვს ვერ ვხვდები,
არ მოსწონს ჩემგან რომ წამები ქარს მიაქვს,
მის მზერას ვირიდებ და გზიდან ვეცლები,
ვგრძნობ, წლებიც ამ ბილიკს უჩემოდ გადიან.
ნაოჭებს ვიხდენ და ღიმილში ვბევრდები,
თვალებში ცას ვიტევ და მზის სხივს ნამიანს,
სიცოცხლის სიყვარულს ყოველ