უფალო შეგთხოვ, რომ მომცე ძალა, გადავაგორო როგორმე წლები. გამიადვილე ცხოვრება ახლა, სულ გამითეთრე, თუ გინდა თმები. შემაძლებინე ამ ტვირთის ზიდვა, ასაკში უფრო ყოფილა ძნელი. დრო სწრაფად გარბის, გროვდება კითხვა, უქრობი ალი ამინთე ნელი. უფალო შეგთხოვ, მარტოს და ეულს, ერთ ფოთოლს ტოტზე, ნუ დამტოვ კენტად. ნუ გამომტოვებ სხვებისგან რჩეულს, ნუ გამატარებ გზას ობლად მეტად. შემიწყვე ხელი, ძალა რომ მქონდეს, აღარ წამოვკრა სიპ ქვაზე ფეხი. რაც გავიარე, არავის ჰქონდეს და აღარც არვის გაუტყდეს ,, კეხი". უფალო შეგთხოვ, ვიცი რომ მისმენ, მშვიდად მიმყოფე ქართველი ერიც. მუხლდაჩოქილი გთხოვ.. კიდეც გისმენ, დაგვლოცე ყველა—სუსტიც, ძლიერიც.
მე რა წამაქცევს საქართველოს მიწიდან ვიშვი,
ვერ დამაჩოქებ, რახანია გამიქრა შიში, მე რა ჩამაქრობს წმიდანების მარგუნეს ჯიში,
როს მამულში მაქვს ზეციური სინათლის ნიში.
ვერ გავჩუმდები იავნანით გაზრდილი შვილი,
მე დედის ძუძუ მიწოვია თაფლივით ტკბილი,
დღეს იქნებ მომკლა, მაგრამ კვირტებს ამოყრის ძირი და ყველა მათგანს ხვალ სიცოცხლის ექნება წილი.
მე რა წამაქცევს მიწაში მაქვს ჯანმრთელი ფესვი,
ისეთი სისხლი გადამისხეს მასკდება მყესი,
სხვა ადათი მაქვს ქართველობის და სულ სხვა წესი,
რას გამაჩუმებ გულს სიმღერად ამოსდის ლექსი.
ჩემო სამშობლოვ შეგიცნობენ
ოდესმე მჯერა,
რა დაადუმებს შენს მონაგარს, არა და ვერა,
ის ტყვია ჯერ არ მოგონილა ჩაგვიკლას რწმენა,
ვინ მოჰკლავს ქართველს, გული უძგერს სამშობლოს ხელა.