ნეტავ არ იყოს ქვეყნად ტყუილი, არ არსებობდეს ნეტა ღალატი, ვინც ასეთია ერთად მაჩვენა, დედა ვატირო ყველა ამათი. არამი იყოს რაც გაწეულა, მათზე ზრუნვა და დედის ამაგი, ღმერთმა სიცოცხლე მისთვის გიბოძა, იყო სპეტაკი, იყო ამაყი. კაცი,რომ კაცურ სიტყვას გატეხს და ქალი,რომ დედის მანდილს შეარცხვენს, ადამიანი არ ჰქვია იმას, კაცი ენდოს და ის კი შეაცდენს. სახეში გიცქერს ურცხვად გატყუებს, როცა გჭირდება ზურგსაც შეგაქცევს, მას რა ვუწოდო ან რა დავარქვა, ვერა ვპოულობ სიტყვას შესაფერს. განა იმისთვის მოხველ ამ ქვეყნად, შენი სიცრუით ხალხს,რომ აბრუებ თუ დახმარება არ შეგიძლია, მითხარ სიმართლე, ნუღარ მატყუებ. როცა კარგად ვარ და მეფერები, როგორ ვიწამო, რასაც მპირდები, დამიღამდება სადღაც გზაზე და მაშინ დამტოვებ, როცა მჭი