ჩემი შვილი არ იქნება ის ბავშვი, მომაკვდავ კატას კუდით რომ მიათრევდა და თვალებში აუწერელი სიხარული ედგა!... "შვლის ნუკრის ნაამბობის" წაკითხვის შემდეგ, იგი არ შეჭამს გოგლიმოგლს და გამიხარდება ცოტას რომ მოიწყენს...
მან აუცლებლად უნდა მკითხოს (თავის დროზე რათქმაუნდა) ორი უდიდესი სახელი:
ილია და გალაკტიონი!
რათა ისწავლოს როგორ იცხოვროს და როგორ მოკვდეს...
მას არასოდეს მოუნდება სხვა, უფრო მდიდრულ სახლში ცხოვრება რადგან კედელზე გაკრული იქნება ჩვენი, მთელი ოჯახის ფოტოები :))
სასთუმალთან კი ფუნთუშებიანი თეფშის ნაცვლად "დონ კიხოტი" და "მობი დიკი" ედება და ამით უზომოდ იამაყებს!
არმომთხოვს პლაშენტებსა და აიფონებს რადგან ეყოლება მეგობრები რომლებთან ერთადაც არასოდეს არ მოსწყინდება ეზოში ბურთის თამაში...
ღამე ყინწვისის ანგელოზი დაესიზმრება ხოლმე და თუ სამშობლო ან დედა არ შეუგინეს არ ეცოდინება რომ სისხლი წითელია...
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 3