ვრცელდება პატრიარქის მიმართვა გთხოვთ გაავრცელოთ
.წუხელ პატრიარქმა დაწერა ახალი ლოცვა და დღეს მრევლს მოგვიწოდა -
სადაც არ უნდა იყოთ, სახლში თუ სამსახურში, ეს ლოცვა წაიკითხეთ ყოველდღე და ღმერთი შეისმენს თქვენს ლოცვას..
777 საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 10 ივნისს ლომისობას აღნიშნავს
საქართველოში ლომისას რამდენიმე სალოცავი არსებობს, რომელთაგან ყველაზე მთავარი და უძველესი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზე, ისტორიულ მთიულეთში მდებარე ეკლესიაა. ნაგებობა ნატეხი ქვით არის ნაშენები და IX–X საუკუნეებით თარიღდება. გადმოცემის თანახმად, ქრისტიანული ეკლესია აქ წარმართული ტაძრის ადგილზე აუგიათ. თავდაპირველად ლომისა მთვარის საკულტო ტაძარი ყოფილა.
დღესასწაულის ისტორია
ლომისობა წინაქრისტიანულ პერიოდში იღებს სათავეს, თუმცა ამჟამად ის საეკლესიო კალენდარში ქრისტიანული რელიგიური დღესასწაულების რიცხვშია.
მთიულეთში ლომისა წინაქრისტიანული ღვთაება იყო. გადმოცემის თანახმად, მისი სახელწოდება ლომა ხარს უკავშირებს. მოგ