Предыдущая публикация
ო,როგორ მინდა ჩემს სულს სტუმრობდე
ვარსკვლავნი მინდა,რომ დაგიკრიფო,
მსურს გაგიშენო სამოთხის ბაღი,
ჩემო ძვირფასო არ მოიწყინო,
თვით სიყვარულიც მოვა ნანატრი.
თქვენში ლამაზი სული ელვარებს,
მშვენიერია დილის ცისკარზე,
თქვენი გრძნობები ზღვაა მღელვარე,
ტრფობით მფრინავი მოწმენდილ ცაზე.
ო,როგორ მინდა ჩემს გულს სტუმრობდე,
შენზე უზომოდ კაცს შეყვარებულს,
ძალიან მინდა აღარ ვხუმრობდეთ,
ერთად ვეტრფოდეთ დიდ ცათა კრებულს.
ო,როგორ მინდა სულში ბუდობდე,
როგორც ბულბული გალობით ღმერთთან,
ერთმანეთს ტრფობით,რომ ვსაკუთრობდეთ,
-ძვირფასო მარად მიგულვე შენთან.
ო,როგორ მინდა გეფერებოდე,
მტკივანი სულის მკურნალი ვიყო,
შენი მშვენების ეშხით ვტკბებოდე,
თქვა:-ეს რაინდი ნეტავ სად იყო!
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев