,,-რატომ მოხვედი?
-არ შემეძლო არ მოვსულიყავი
-ეგ შენი მედიდური სახე ახლა მაინც დაგეტოვებინა კართან
-გძულვარ?
-არც შენ გიყვარვარ!
-აბა აქ რატომ ვარ ახლა?!
-დასამშვიდობლებლად მოხვედი ალბათ
-მე და შენ ვერასდროს დავემშვიდობებით ერთმანეთს,იმიტომ,რომ ყოველთვის ერთი მთლიანობა ვიყავით...გაგირბოდი, მაგრამ მაინც შენთან ვიყავი მუდამ
-რატო არ დამირეკე მაშინ?
-ხომ გითხარი გაგირბოდითქო
-რატომ გარბოდი?
-გსჯიდი,ხან შენ გსჯიდი ხანაც საკუთარ თავს
-რისთვის?
-რომ მიყვარდი იმისთვის...სიყვარული სისუსტეა ,ეს სამყარო კი სისუსტეებს არ პატიობს ადამიანს
-მე შენი სისუსტე მიყვარდა,გჯერა?
-ჩემი სისუსტის ფონზე შენ ძლიერი ჩანდი,სინამდვილეში კი ყოველთვის სუსტი იყავი და მე მძულდა ჩემი თავი შენნაირი სუსტის სიყვარულისთვის
-მე დამღუპა ჩემმა სისუსტემ,მაგრამ არც შენ აუშენებიხარ ჩემს სიძლიერეს
-ცდები!
#ქ
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев